29 იანვარი — 4 თებერვალი
ᲘᲝᲑᲘ 40—42
სიმღერა 124 და ლოცვა | შესავალი სიტყვა (1 წთ.)
1. რას ვსწავლობთ იობის შემთხვევიდან
(10 წთ.)
უნდა გავაცნობიეროთ, რომ იეჰოვასთან შედარებით ძალიან მწირი ცოდნა გვაქვს (იობ. 42:1—3; w10 10/15 3, 4 ¶4—6).
მზადყოფნით უნდა მივიღოთ ღვთისა და მისი ორგანიზაციისგან მომდინარე რჩევები (იობ. 42:5, 6; w17.06 25 ¶12).
იეჰოვა აჯილდოებს მათ, ვინც სირთულეების მიუხედავად ერთგული რჩება (იობ. 42:10—12; იაკ. 5:11; w22.06 25 ¶17, 18).
2. ღვთის სიტყვის სიღრმეები
(10 წთ.)
-
იობ. 42:7 — სინამდვილეში ვის წინააღმდეგ საუბრობდნენ იობის მეგობრები და როგორ გვეხმარება ამის ცოდნა, გავუძლოთ დაცინვას? (it „დაცინვა“ ¶8).
-
რა აღმოჩნდა თქვენთვის საინტერესო ამ კვირაში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთიდან?
3. ბიბლიის კითხვა
(4 წთ.) იობ. 42:1—17 (th გაკვეთილი 11)
4. საუბრის წამოწყება
(3 წთ.) ᲙᲐᲠᲓᲐᲙᲐᲠ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. საუბარი მასთან, ვინც ქრისტიანი არ არის. (lmd გაკვეთილი 5, პუნქტი 3)
5. მოწაფეების მომზადება
6. მოხსენება
(4 წთ.) lmd დანართი 1, საკითხი 2 — თემა: დედამიწა არასდროს განადგურდება. (th გაკვეთილი 13)
სიმღერა 108
7. აგრძნობინეთ სხვებს იეჰოვას სიყვარული
(15 წთ.) განხილვა.
გვიხარია, რომ ჩვენი ღმერთი, იეჰოვა, სიყვარულის განსახიერებაა, რაც გვიზიდავს მისკენ და აღგვძრავს, მასთან ახლო ურთიერთობა შევინარჩუნოთ (1 იოან. 4:8, 16). იეჰოვას მსახურები მის სიყვარულს ყოველთვის ვგრძნობთ.
ყველანაირად ვცდილობთ, მივბაძოთ ღმერთს და სიყვარული გამოვავლინოთ ოჯახის წევრების, თანამორწმუნეებისა თუ სხვების მიმართ (იობ. 6:14; 1 იოან. 4:11). თუ სიყვარულით მოვეპყრობით სხვებს, მათ იეჰოვას გაცნობასა და მასთან დაახლოებაში დავეხმარებით. ამის საპირისპიროდ, თუ სიყვარულს არ გამოვავლენთ, მათ გაუჭირდებათ იმაში დარწმუნება, რომ მოსიყვარულე ღმერთს ვემსახურებით.
აუდიტორიას უჩვენე ᲕᲘᲓᲔᲝ „იეჰოვას ოჯახში ნამდვილი სიყვარული ვიგრძენით“. შემდეგ ჰკითხე:
როგორ დაგანახვათ ლეი ლეისა და მიმის შემთხვევამ სიყვარულის გამოვლენის აუცილებლობა?
როგორ შეგიძლიათ და-ძმებს იეჰოვას სიყვარული აგრძნობინოთ?
-
გახსოვდეთ, რომ ისინი იეჰოვასთვის ძვირფასები არიან (ფსალმ. 100:3).
-
გაამხნევეთ და აღაშენეთ (ეფეს. 4:29).
-
გამოავლინეთ თანაგრძნობა (მათ. 7:11, 12).
8. კრების ბიბლიის შესწავლა
(30 წთ.) bt თავი 5 ¶1—8, ჩარჩო 39-ე გვერდზე