არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ქრისტიანული ცხოვრება

„ნურასდროს დაიწყებთ წუხილს“

„ნურასდროს დაიწყებთ წუხილს“

იეჰოვა ზრუნავდა ღარიბ ისრაელებზე. რა მეტყველებს იმაზე, რომ იგი დღესაც ზრუნავს თავის შეჭირვებულ მსახურებზე?

  • ღმერთი მოგვიწოდებს, გაწონასწორებული თვალსაზრისი ვიქონიოთ ფულზე (ლუკ. 12:15; 1 ტიმ. 6:6—8).

  • იგი გვარწმუნებს, რომ ჩვენს ღირსებას ეკონომიკური მდგომარეობა არ განსაზღვრავს (იობ. 34:19).

  • იეჰოვა მოგვიწოდებს, ვიყოთ შრომისმოყვარეები და მოვიცილოთ მავნე ჩვევები (იგავ. 14:23; 20:1; 2 კორ. 7:1).

  • იგი გვაერთიანებს საძმოში, რომელიც სიყვარულით გამოირჩევა (იოან. 13:35; 1 იოან. 3:17, 18).

  • ღმერთი გვაძლევს მომავლის იმედს (ფსალმ. 9:18; ეს. 65:21—23).

რაოდენ რთულ მდგომარეობაშიც არ უნდა აღმოვჩნდეთ, არასდროს უნდა ვიწუხოთ (ეს. 30:15). იეჰოვა იზრუნებს ჩვენს საჭიროებებზე, თუკი პირველ ადგილზე მის სამეფოს დავაყენებთ (მათ. 6:31—33).

უყურეთ ვიდეორგოლს „სიყვარული ყოველთვის იმარჯვებს მათ შემთხვევაშიც, ვინც სიდუხჭირეში ცხოვრობს — კონგო“ და უპასუხეთ შემდეგ კითხვებს:

  • როგორ ავლენენ სტუმართმოყვარეობას ადგილობრივი და-ძმები საკონგრესოდ ჩასული თანამორწმუნეების მიმართ?

  • როგორ გვიჩვენებს ვიდეო, რომ იეჰოვა სიყვარულსა და მზრუნველობას არ აკლებს თავის შეჭირვებულ მსახურებს?

  • როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იეჰოვას ჩვენი ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად?