არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თუკი იეჰოვამ ამხელა სიყვარული ჩააქსოვა თავის შემოქმედებაში, შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ იგი კვლავაც უხვად აკურთხებს თავის მსახურებს.

ქრისტიანული ცხოვრება

როგორ მეტყველებს შემოქმედება ღვთის სიყვარულზე

როგორ მეტყველებს შემოქმედება ღვთის სიყვარულზე

შესაძლოა იმდენად გადავერთოთ ყოველდღიურ საქმეებზე, რომ დრო აღარ დაგვრჩეს იეჰოვას შემოქმედებაზე საფიქრელად, რომელიც მის სიყვარულსა და გულუხვობაზე მოწმობს. იესომ მოგვიწოდა, დავკვირვებოდით შემოქმედებას და ამგვარად უკეთ გაგვეცნო ჩვენი შემოქმედი (მათ. 6:25, 26).

უყურეთ ვიდეორგოლს „შემოქმედება იეჰოვას სიყვარულზე მეტყველებს“ და უპასუხეთ შემდეგ კითხვებს:

როგორ მეტყველებს იეჰოვას სიყვარულზე . . .

  • დედამიწაზე არსებული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ელემენტები?

  • ატმოსფერო?

  • ბალახოვანი საფარი?

  • ზღვისა თუ ხმელეთის ბინადარნი?

  • გრძნობის ორგანოები?

  • ადამიანის ტვინი?