არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ქრისტიანული მსახურება | სიხარული პოვეთ მსახურებაში

ჭეშმარიტების ადამიანთა გულამდე მიტანა

ჭეშმარიტების ადამიანთა გულამდე მიტანა

ღვთისადმი მორჩილება გულიდან მომდინარეობს (იგავ. 3:1). ამიტომ სწავლებისას უნდა ვეცადოთ, რომ ჭეშმარიტება ადამიანის გულამდე მივიტანოთ. რა დაგვეხმარება ამაში?

შემსწავლელს მხოლოდ ბიბლიურ ჭეშმარიტებას კი არ ვუზიარებთ, არამედ ვუხსნით, როგორ უნდა აისახოს ნასწავლი მათ ცხოვრებასა და იეჰოვასთან ურთიერთობაზე. დაეხმარეთ, რომ ბიბლიური პრინციპების მიღმა ღვთის სიყვარული, სიკარგე და სამართლიანობა დაინახოს. ტაქტიანი კითხვებით შეეცადეთ, გაიგოთ, რა აზრისაა ნასწავლზე. დააფიქრეთ, როგორ წაადგება არასწორი აზროვნების შეცვლა და ცუდი ჩვევების მოშორება. იმის დანახვა, თუ როგორ უყვარდება თქვენს შემსწავლელს იეჰოვა, მეტ სიხარულს მოგანიჭებთ.

უყურეთ ვიდეორგოლს „სიხარული პოვეთ მოწაფეების მომზადების საქმეში და დაიხვეწეთ როგორც ღვთის სიტყვის მასწავლებლები — ჭეშმარიტების ადამიანთა გულამდე მიტანა“ და უპასუხეთ შემდეგ კითხვებს:

  • რატომ ჰკითხა ნიტამ ჯეიდს, იფიქრა თუ არა იმაზე, რაზეც წინა შეხვედრისას ისაუბრეს?

  • როგორ დაეხმარა ნიტა ჯეიდს, რომ ბიბლიური პრინციპების მიღმა იეჰოვას სიყვარული დაენახა?

  • თუ შემსწავლელის გულს ჩავწვდებით, იეჰოვასთან დაახლოების სურვილს აღვუძრავთ.

    როგორ შეეძლო ჯეიდს იეჰოვასადმი სიყვარულის გამოვლენა, როგორც ეს ნიტამ დაანახა?