ქრისტიანული ცხოვრება
თქვენ შეძლებთ გაბედულად მოქმედებას!
გაბედულება მოიაზრებს ძლიერებას, სიმამაცესა და სიმტკიცეს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაბედულს არაფრის ეშინია. გაბედულება სწორედ იმას ნიშნავს, რომ გადალახო შიში და იმოქმედო. ნამდვილ გაბედულებას იეჰოვა გვძენს (ფსალმ. 28:7). როგორ შეუძლიათ ახალგაზრდებს გაბედულების გამოვლენა?
უყურეთ ვიდეორგოლს „სიმხდალის ნაცვლად გაბედულება გამოიჩინეთ!“ და უპასუხეთ შემდეგ კითხვებს:
-
რა სიტუაციებში სჭირდებათ ახალგაზრდებს გაბედულების გამოვლენა?
-
რომელი ბიბლიური მაგალითები გვმატებს გაბედულებას?
-
რატომ არის ჩვენთვისვე კარგი, როცა გაბედულებას ვავლენთ და როგორ აისახება ეს სხვებზე?