ქრისტიანული მსახურება | სიხარული პოვეთ მსახურებაში
თანაგრძნობის გამოვლენა
თანაგრძნობა არის უნარი, გაიგო, რას ფიქრობს სხვა, რას გრძნობს, რა ფასეულობები აქვს და რა სჭირდება. როგორც წესი, სხვები ადვილად ამჩნევენ, როცა გულწრფელად გვსურს მათი დახმარება. როცა მსახურების დროს თანაგრძნობას ვიჩენთ, მოსიყვარულე და მზრუნველ ღმერთს ვბაძავთ და ხალხს მისკენ ვიზიდავთ (ფილ. 2:4).
თანაგრძნობა ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ კარგი მანერები. ის გულიდან მომდინარეობს, რაც ვლინდება ჩვენს საუბარში, ყურადღებით მოსმენაში, განწყობაში, ჟესტიკულაციასა თუ სახის გამომეტყველებაში. თანაგრძნობას ვავლენთ, როცა გულწრფელად ვინტერესდებით სხვებით და ვითვალისწინებთ მათ ინტერესებს, შეხედულებებსა და მდგომარეობას. მართალია, მათ ბიბლიიდან პრაქტიკულ აზრებს ვუზიარებთ, მაგრამ ცვლილებების მოხდენას არავის ვაიძულებთ. როცა ვხედავთ, რომ ადამიანი იღებს ჩვენგან დახმარებას, მსახურება უფრო დიდ სიხარულს გვანიჭებს.
უყურეთ ვიდეორგოლს „სიხარული პოვეთ მოწაფეების მომზადების საქმეში და დაიხვეწეთ როგორც ღვთის სიტყვის მასწავლებლები — თანაგრძნობის გამოვლენა“ და უპასუხეთ შემდეგ კითხვებს:
-
როგორ გამოხატა ნიტამ თანაგრძნობა, როცა ჯეიდს შესწავლაზე დააგვიანდა?
-
როგორ გამოავლინა ნიტამ თანაგრძნობა, როცა ჯეიდმა უთხრა, რომ გადაღლილი იყო და შესწავლის თავი არ ჰქონდა?
-
როგორ გამოხატა ნიტამ თანაგრძნობა, როცა ჯეიდმა უთხრა, რომ მასავით მოწესრიგებული არ იყო?