ქრისტიანული ცხოვრება
ქრისტიან დებს სიწმინდით მოეპყარით
ბიბლია მოგვიწოდებს, რომ უფროსი ასაკის ქრისტიანებს მოვექცეთ, როგორც მშობლებს, ხოლო შედარებით ახალგაზრდებს, როგორც დედმამიშვილებს (წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 5:1, 2). ძმებს მეტად მართებთ, რომ თანაქრისტიან დებს ღირსეულად და პატივისცემით მოეპყრონ.
ძმა არ უნდა ეარშიყოს თანაქრისტიან დებს და არ უნდა გააკეთოს ისეთი რამ, რის გამოც ისინი მის გარემოცვაში თავს უხერხულად იგრძნობდნენ (იობ. 31:1). დაუქორწინებელმა ძმამ არ უნდა ითამაშოს დის გრძნობებზე. თუკი მასთან სერიოზული ურთიერთობის წამოწყება არ სურს, ამის ილუზია არ უნდა შეუქმნას.
უხუცესებმა ყურადღებით უნდა მოუსმინონ დებს, როცა ისინი რაიმეს ეკითხებიან ან რაღაც საკითხზე თავიანთ დაკვირვებას უზიარებენ. უხუცესები დიდ ყურადღებას აქცევენ უქმრო დებს, რომელთაც არ ჰყავთ დამცველი (რუთ. 2:8, 9).
უყურეთ ვიდეორგოლს „გამოავლინეთ კრებაში სიყვარული, რომელიც არასოდეს მთავრდება, ქვრივ-ობლებისადმი“ და უპასუხეთ შემდეგ კითხვებს:
-
როგორ გამოავლინა კრებამ განსაკუთრებული სიყვარული და სუ სუ მინის მიმართ?
-
რა გავლენა იქონია თანასოფლელებზე დაქვრივებული დისადმი გამოვლენილმა სიყვარულმა?
-
რა გავლენა იქონია თანაქრისტიანების მიერ გამოვლენილმა სიყვარულმა დაობლებულ გოგონებზე?
როგორ შეგიძლიათ სიყვარული გამოავლინოთ და პრაქტიკული დახმარება აღმოუჩინოთ ქრისტიან დებს თქვენს კრებაში?