ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ
სპეციალური კამპანია ბიბლიის შესწავლების დასაწყებად სექტემბერში
სექტემბერში განსაკუთრებულ ძალისხმევას მოვახმართ ბიბლიის შესწავლების დაწყებას. კამპანიის დროს გამოვიყენებთ ბროშურას „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“. მას, ვინც დამხმარე პიონერობას გადაწყვეტს, შეუძლია 30-საათიანი ნორმა შეასრულოს. როგორ ვიქადაგებთ სპეციალური კამპანიის პერიოდში?
-
პირველი საუბარი: საუბრის წამოსაწყებად გამოვიყენებთ ბროშურის უკანა ყდას და ვაჩვენებთ, როგორ ტარდება ბიბლიის შესწავლა. მხედველობიდან არ გამოგრჩეთ ისინი, ვინც ადრე ინტერესი გამოავლინა ან ვისაც განმეორებით ინახულებთ ხოლმე. იმ შემთხვევაშიც, თუ მათ ადრე უარი თქვეს ბიბლიის შესწავლაზე, შესაძლოა ახალმა პუბლიკაციამ და სწავლების მეთოდმა დააინტერესოს. ბროშურა არ უნდა დავუტოვოთ კარში მათ, ვინც სახლში არ გვხვდება და არც მათთან გასაგზავნ წერილს უნდა დავურთოთ, ვისაც ინტერესი არ გამოუვლენია. კრების სამსახურებრივმა კომიტეტმა შესაძლოა სექტემბერში დამატებითი სამქადაგებლო შეხვედრები დაგეგმოს.
-
მსახურების სხვადასხვა ფორმა: თუ თქვენი კრება სტენდებით ქადაგებს, სტენდზე წარმოდგენილი უნდა იყოს ბროშურა „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“. ვინც ინტერესს გამოავლენს, შესთავაზეთ ბიბლიის უფასო შესწავლა. იქვე აჩვენეთ, როგორ ტარდება ბიბლიის შესწავლა ან თუ სიტუაცია არ გიწყობთ ხელს, შეუთანხმდით, რომ მოგვიანებით აჩვენებთ. კამპანიის პერიოდში სამსახურებრივმა ზედამხედველმა შეიძლება გამოცდილ მაუწყებლებს საქმიან უბნებზე ქადაგება დაავალოს. ბიბლიის შესწავლა შეგიძლიათ შესთავაზოთ თანამშრომლებს ან სხვებს, ვისაც არაფორმალურად უქადაგებთ.
იესომ დაგვავალა, რომ ხალხი მოწაფეებად მოვამზადოთ და ვასწავლოთ მათ (მათ. 28:19, 20). ვიმედოვნებთ, ეს კამპანია და ბროშურა „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“ ამ მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება.