ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ | ᲓᲐᲘᲡᲐᲮᲔᲗ ᲛᲘᲖᲜᲔᲑᲘ ᲐᲮᲐᲚᲘ ᲡᲐᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲠᲘᲕᲘ ᲬᲚᲘᲡᲗᲕᲘᲡ
პიონერად მსახურება
ჩვენს შესაძლებლობებს გონივრულად გამოვიყენებთ, თუ სულიერ მიზნებს დავისახავთ (1 კორ. 9:26). მიზნები გვეხმარება, ქვეყნიერების აღსასრულამდე დარჩენილი დრო ბრძნულად გამოვიყენოთ (ეფეს. 5:15, 16). კარგი იქნება, თუ ოჯახურ თაყვანისცემაზე იმსჯელებთ, რა მიზნების დასახვა შეგიძლიათ ახალი სამსახურებრივი წლისთვის. „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურების“ ამ ნომერში საუბარია რამდენიმე მიზანზე. დაფიქრდით და ლოცვით აწონ-დაწონეთ, რომელი მიზნის დასახვა შეგიძლიათ (იაკ. 1:5).
მაგალითად, შეიძლება ერთსულოვნად გადაწყვიტოთ, რომ ოჯახიდან ერთმა მაინც იმსახუროთ პიონერად. თუ გაეჭვებთ, რამდენად შეძლებთ საათების ნორმის შესრულებას, ისეთ პიონერს ჰკითხეთ რჩევა, რომლის სიტუაციაც ძალიან ჰგავს თქვენსას (იგავ. 15:22). შეგიძლიათ ოჯახურ თაყვანისცემაზე დაპატიჟოთ რომელიმე პიონერი და ჰკითხოთ, როგორ ახერხებს სრული დროით მსახურებას. შეადგინეთ გეგმა. თუ ადრეც მსახურობდით პიონერად, დაფიქრდით, ახლაც ხომ არ გაძლევთ მდგომარეობა საშუალებას, განაახლოთ სრული დროით მსახურება?
ოჯახიდან ვინმეს ხომ არ შეგიძლიათ დამხმარე პიონერად მსახურება ერთი ან რამდენიმე თვით? ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად, მაინც მოახერხებთ დამხმარე პიონერად მსახურებას, თუ ყოველდღე ცოტა დროს დაუთმობთ ქადაგებას. თუ სკოლაში სწავლობთ ან სრულ განაკვეთზე მუშაობთ, შეგიძლიათ ისეთი თვე შეარჩიოთ, როცა ხუთი შაბათ-კვირაა ან დღესასწაულების გამო უქმეებია გამოცხადებული. კალენდარში მონიშნეთ, როდის გეგმავთ დამხმარე პიონერად მსახურებას და შეადგინეთ კარგი გეგმა (იგავ. 21:5).
ᲣᲧᲣᲠᲔᲗ ᲕᲘᲓᲔᲝᲠᲒᲝᲚᲡ „ᲘᲧᲐᲕᲘᲗ ᲒᲐᲑᲔᲓᲣᲚᲔᲑᲘ, ᲞᲘᲝᲜᲔᲠᲔᲑᲝ!“, ᲓᲐ ᲣᲞᲐᲡᲣᲮᲔᲗ ᲨᲔᲛᲓᲔᲒ ᲙᲘᲗᲮᲕᲐᲡ:
-
როგორ გამოჩნდა ემას შემთხვევიდან, რომ იეჰოვა სიყვარულსა და მზრუნველობას არ აკლებს პიონერებს და რას გვასწავლის ეს შემთხვევა?