არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ

ხელი შეუწყვეთ ოჯახის ბედნიერებას

ხელი შეუწყვეთ ოჯახის ბედნიერებას

იეჰოვას ოჯახების ბედნიერება სურს (ფსალმ. 127:3—5; ეკლ. 9:9; 11:9). თუმცა ცხოვრებისეულმა საზრუნავმა ან ოჯახის წევრების შეცდომებმა შეიძლება სიხარული დაგვაკარგვინოს. რის გაკეთება შეგვიძლია თითოეულს, რომ ხელი შევუწყოთ ოჯახის ბედნიერებას?

ქმარი დროს უნდა უთმობდეს და პატივს სცემდეს ცოლს (1 პეტ. 3:7); ზედმეტს არ უნდა ითხოვდეს მეუღლისგან და მადლიერებას უნდა გამოხატავდეს ყველაფრისთვის, რასაც ის პირადად მისთვის და ოჯახისთვის აკეთებს (კოლ. 3:15). ქმარი სიყვარულს უნდა გამოხატავდეს და საქებარ სიტყვებს არ იშურებდეს ცოლის მიმართ (იგავ. 31:28, 31).

ცოლი ყველანაირად უნდა ეცადოს, მხარი დაუჭიროს ქმარს (იგავ. 31:12). ის უნდა თანამშრომლობდეს მეუღლესთან და ემორჩილებოდეს მას (კოლ. 3:18). ცოლი პატივისცემით უნდა ესაუბრებოდეს ქმარს და სხვებთანაც პატივისცემით საუბრობდეს მასზე (იგავ. 31:26).

მშობლები დროს უნდა უთმობდნენ შვილებს და თავიანთ სიყვარულში არწმუნებდნენ (კან. 6:6, 7; მათ. 3:17). დასჯის დროსაც ისინი სიყვარულსა და გამჭრიახობას უნდა ავლენდნენ (ეფეს. 6:4).

შვილები პატივს უნდა სცემდნენ და ემორჩილებოდნენ მშობლებს (იგავ. 23:22). თავიანთ გრძნობებს და გულისნადებს მათ უნდა უზიარებდნენ. შვილებმა უნდა დააფასონ და ყურად იღონ მშობლების რჩევა-დარიგება (იგავ. 19:20).

ᲣᲧᲣᲠᲔᲗ ᲕᲘᲓᲔᲝᲠᲒᲝᲚᲡ „ᲮᲔᲚᲘ ᲨᲔᲣᲬᲧᲕᲔᲗ ᲝᲯᲐᲮᲘᲡ ᲑᲔᲓᲜᲘᲔᲠᲔᲑᲐᲡ“, ᲓᲐ ᲣᲞᲐᲡᲣᲮᲔᲗ ᲨᲔᲛᲓᲔᲒ ᲙᲘᲗᲮᲕᲐᲡ:

რა გააკეთა თითოეულმა, რომ ხელი შეეწყო ოჯახის ბედნიერებისთვის?