არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ

რა მიზნებს ისახავთ ახალი სამსახურებრივი წლისთვის?

რა მიზნებს ისახავთ ახალი სამსახურებრივი წლისთვის?

სულიერ მიზნებად შეიძლება ჩაითვალოს ყველაფერი, რასაც იეჰოვას გასახარად და მისი საქმისთვის ვაკეთებთ. მიზნები გვეხმარება, სულიერ მოწიფულობას მივაღწიოთ, რის გამოც ნამდვილად ღირს დროისა და ენერგიის მსხვერპლად გაღება (1 ტიმ. 4:15). რატომ უნდა გადავხედოთ დროდადრო ჩვენს მიზნებს? იმიტომ, რომ შეიძლება მდგომარეობა შეგვეცვალოს და მიზნები, რომლებსაც ადრე ვისახავდით, უკვე არარეალური გახდეს; ან შესაძლოა, მივაღწიეთ დასახულ მიზანს და დროა, ახალ მიზნებზე ვიფიქროთ.

კარგი იქნება, თუ ჩვენს მიზნებს ახალი სამსახურებრივი წლის დაწყებამდე გადავხედავთ. ურიგო არ იქნება, თუ ოჯახური თაყვანისცემის დროს ვიმსჯელებთ, რა მიზნების დასახვა შეგვიძლია როგორც ერთობლივად, ისე ცალ-ცალკე.

კონკრეტულად რა მიზნებს ისახავ ქვემოთ ჩამოთვლილ მხარეებში გასაუმჯობესებლად და რა ნაბიჯების გადადგმას აპირებ მათ მისაღწევად?

ბიბლიის კითხვა, პირადი შესწავლა, შეხვედრებზე დასწრება და კომენტარების გაკეთება (w02 6/15 14, 15 ¶14, 15).

მსახურება (w23.05 27 ¶4, 5).

ქრისტიანული თვისებები (w22.04 23 ¶5, 6).

სხვა: