არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ

სექტემბერში სპეციალური კამპანიის დროს ღვთის სამეფოს შესახებ გავაცხადებთ

სექტემბერში სპეციალური კამპანიის დროს ღვთის სამეფოს შესახებ გავაცხადებთ

სექტემბერში მეტი შემართებით გავაცხადებთ სასიხარულო ცნობას ღვთის სამეფოს შესახებ, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრის კაცობრიობის პრობლემებს (მათ. 24:14). როგორ შეგიძლიათ თქვენი წვლილის შეტანა ამ საქმეში? რაც შეიძლება მეტ ადამიანს ამოუკითხეთ ბიბლიური მუხლი, რომელიც ღვთის სამეფოს ეხება. თუ ვინმე ინტერესს გამოავლენს, შესთავაზეთ 2020 წლის „საგუშაგო კოშკის“ მე-2 ნომერი. ინტერესი რომ არ გაუნელდეს, შეეცადეთ, რაც შეიძლება მალე მიაკითხოთ და ბიბლიის შესწავლა დაიწყოთ ბროშურით „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“. ამ თვეში დამხმარე პიონერებს შეუძლიათ 15 ან 30 საათი იმსახურონ.

მალე ღვთის სამეფო ყველა ადამიანურ მთავრობას გაანადგურებს (დან. 2:44; 1 კორ. 15:24, 25). ამიტომ გვინდა, ყველანაირად ვისარგებლოთ ამ განსაკუთრებული შესაძლებლობით და ვუერთგულოთ იეჰოვას და მის სამეფოს!