ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ
მიჰბაძეთ იეჰოვას და გამოავლინეთ ურყევი სიყვარული!
იეჰოვა ურყევი სიყვარულის უბადლო მაგალითს გვაძლევს (ფსალმ. 103:11). ეს არ არის წამიერი გატაცება ან ზედაპირული გრძნობა. ურყევი სიყვარული ძლიერი გრძნობაა, რომელსაც დრო ვერაფერს აკლებს. იეჰოვამ ასეთი სიყვარული არაერთხელ გამოავლინა ისრაელის მიმართ. მან ეგვიპტის მონობიდან გაათავისუფლა ისინი და აღთქმულ მიწაზე მიიყვანა (ფსალმ. 105:42—44). ის იბრძოდა თავისი ხალხის დასაცავად და დიდსულოვნად პატიობდა ცოდვებს (ფსალმ. 107:19, 20). თუ ჩავუკვირდებით „იეჰოვას ურყევ სიყვარულს“, მისი მიბაძვის სურვილი გაგვიჩნდება (ფსალმ. 107:43).
ᲣᲧᲣᲠᲔᲗ ᲕᲘᲓᲔᲝᲠᲒᲝᲚᲡ „ᲩᲐᲣᲙᲕᲘᲠᲓᲘᲗ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲡᲘᲧᲕᲐᲠᲣᲚᲡ“, ᲓᲐ ᲣᲞᲐᲡᲣᲮᲔᲗ ᲨᲔᲛᲓᲔᲒ ᲙᲘᲗᲮᲕᲔᲑᲡ:
-
რა მხრივ შეგვიძლია ურყევი სიყვარულის გამოვლენა?
-
რატომ მოითხოვს ურყევი სიყვარული მსხვერპლს?