არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ

ისინი ბევრს ირჯებიან ჩვენთვის

ისინი ბევრს ირჯებიან ჩვენთვის

სარაიონო ზედამხედველები და მათი მეუღლეები თანაქრისტიანებისადმი თავგანწირვის სულს ავლენენ. ჩვენ მსგავსად მათაც აქვთ საწუხარი; დროდადრო ისინიც იღლებიან და ეუფლებათ გულგატეხილობა (იაკ. 5:17). მიუხედავად ამისა, ყოველკვირა იმ კრების და-ძმების გამხნევებაზე ფიქრობენ, რომელსაც ინახულებენ. სარაიონო ზედამხედველები მართლაც „ორმაგი პატივის ღირსნი არიან“ (1 ტიმ. 5:17).

როცა მოციქული პავლე რომში ჩასვლას გეგმავდა, რათა კრებისთვის სულიერი ძღვენი ეწილადებინა, ფიქრობდა, რომ მათთან ყოფნა ურთიერთგამხნევებას მოემსახურებოდა (რომ. 1:11, 12). გიფიქრიათ, თქვენ როგორ შეგიძლიათ გაამხნეოთ სარაიონო ზედამხედველი და მისი მეუღლე?

ᲣᲧᲣᲠᲔᲗ ᲕᲘᲓᲔᲝᲠᲒᲝᲚᲡ „ᲔᲠᲗᲘ ᲙᲕᲘᲠᲐ ᲡᲐᲠᲐᲘᲝᲜᲝ ᲖᲔᲓᲐᲛᲮᲔᲓᲕᲔᲚᲘᲡ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲘᲓᲐᲜ“, ᲓᲐ ᲣᲞᲐᲡᲣᲮᲔᲗ ᲨᲔᲛᲓᲔᲒ ᲙᲘᲗᲮᲕᲔᲑᲡ:

  • როგორ ავლენენ სარაიონო ზედამხედველები და მათი მეუღლეები თანაქრისტიანებისადმი თავგანწირვის სულს?

  • პირადად თქვენთვის რა მხრივ არის სასიკეთო სარაიონო ზედამხედველის მონახულება?

  • ჩვენ როგორ შეგვიძლია მათი გამხნევება?