არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

29 ივლისი — 4 აგვისტო

ᲤᲡᲐᲚᲛᲣᲜᲘ 69

29 ივლისი — 4 აგვისტო

სიმღერა 13 და ლოცვა | შესავალი სიტყვა (1 წთ.)

ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ

1. რა იყო იესოზე ნაწინასწარმეტყველები 69-ე ფსალმუნში?

(10 წთ.)

იესოს უმიზეზოდ შეიძულებდნენ (ფსალმ. 69:4; იოან. 15:24, 25; w11 8/15 11 ¶17).

ის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მოშურნე იქნებოდა (ფსალმ. 69:9; იოან. 2:13—17; w10 12/15 8 ¶7, 8).

იესო დიდ ემოციურ ტკივილს გადაიტანდა; მას ნაღველნარევ ღვინოს შესთავაზებდნენ (ფსალმ. 69:20, 21; მათ. 27:34; ლუკ. 22:44; იოან. 19:34; g95 10/22 31 ¶4; it „შხამიანი მცენარე“).


ᲓᲐᲤᲘᲥᲠᲓᲘ: რატომ ჩააწერინა იეჰოვამ წინასწარმეტყველებები მესიის შესახებ ებრაულ წერილებში?

2. ღვთის სიტყვის სიღრმეები

(10 წთ.)

  • ფსალმ. 69:30, 31 — როგორ დაგვეხმარება ეს მუხლები, შინაარსიანად ვილოცოთ? (w99 1/15 18 ¶11)

  • რა აღმოჩნდა თქვენთვის საინტერესო ამ კვირაში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთიდან?

3. ბიბლიის კითხვა

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ

4. იყავი მომთმენი — იესოს მაგალითი

(7 წთ.) განხილვა. აუდიტორიას უჩვენე ᲕᲘᲓᲔᲝ; შემდეგ განიხილე ბროშურა lmd მე-8 გაკვეთილი, პუნქტები 1, 2.

5. იყავი მომთმენი — მიჰბაძე იესოს

(8 წთ.) განხილვა დაფუძნებულია ბროშურაზე lmd მე-8 გაკვეთილი, პუნქტები 3—5 და ჩარჩო „წაიკითხე აგრეთვე“.

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ

სიმღერა 134

6. ადგილობრივი მოთხოვნილებები

(5 წთ.)

7. რჩევები ოჯახური თაყვანისცემისთვის

(10 წთ.) განხილვა.

2009 წლის იანვრიდან წიგნის შესწავლა, თეოკრატიული მსახურების სკოლა და სამსახურებრივი შეხვედრა გაერთიანდა შუა კვირის შეხვედრაში. შესაბამისად ოჯახებს დრო გამოუთავისუფლდათ ერთობლივი თაყვანისცემისთვის. ამ ცვლილებამ დადებითად იმოქმედა ოჯახებზე, რადგან უფრო დაუახლოვდნენ იეჰოვასაც და ერთმანეთსაც (კან. 6:6, 7).

რომელი რჩევები დაეხმარება ოჯახისთავს, რომ ამ ღონისძიებამ თავის ღირსეულ მიზანს მიაღწიოს?

  • იყავით რეგულარული. თუ შესაძლებელია, ყოველკვირეულად გამოყავით ერთი კონკრეტული დღე ოჯახთან ერთად თაყვანისცემისთვის. სხვა დღეც შეარჩიეთ იმ შემთხვევებისთვის, თუ დანიშნულ დღეს ოჯახური შესწავლა არ გამოგივათ.

  • მოემზადეთ. შეუთანხმდით მეუღლეს, რას განიხილავთ და შიგადაშიგ ბავშვებსაც ჰკითხეთ, რის განხილვას ისურვებენ. აუცილებელი არ არის, რომ ყოველთვის დიდი დრო დაუთმოთ მომზადებას; დრო იმის მიხედვით განსაზღვრეთ, რა სახის განხილვას ან აქტივობას ირჩევთ.

  • გაითვალისწინეთ ოჯახის წევრების მოთხოვნილებები. ასაკის მატებასთან ერთად ბავშვებს ინტერესები ეცვლებათ. ერთობლივი განხილვა ოჯახის თითოეულ წევრს უნდა დაეხმაროს სულიერ ზრდაში.

  • შექმენით სასიამოვნო გარემო. თუ ამინდი საშუალებას იძლევა, შეგიძლიათ ბუნებაში ჩაატაროთ ოჯახური თაყვანისცემა. დროდადრო შეგიძლიათ შეისვენოთ. მართალია, ოჯახური განხილვის დროს ყურადღება უნდა მიაქციოთ პრობლემატურ საკითხებს, მაგრამ ეს დრო ბავშვების დასატუქსად არ უნდა გამოიყენოთ.

  • გაამრავალფეროვნეთ შესწავლის პროცესი. მაგალითად, შეგიძლიათ მოემზადოთ კრების შეხვედრისთვის, უყუროთ და განიხილოთ რომელიმე ვიდეო ვებგვერდიდან jw.org ან გაითამაშოთ მსახურების ესა თუ ის სიტუაცია. მართალია, ოჯახურ შესწავლას ძირითადად განხილვის სახე უნდა ჰქონდეს, მაგრამ ოჯახის თითოეულ წევრს შეუძლია, ზოგჯერ გარკვეული დრო პირადი შესწავლისთვისაც გამოიყენოს.

ჰკითხე აუდიტორიას:

  • რომელი რჩევები გამოგიყენებიათ ოჯახური თაყვანისცემისთვის?

8. კრების ბიბლიის შესწავლა

დასკვნითი სიტყვა (3 წთ.) | სიმღერა 114 და ლოცვა