იეჰოვა არ უგულებელყოფს მოდრეკილ გულს
დავითმა 51-ე ფსალმუნი მას შემდეგ დაწერა, რაც წინასწარმეტყველმა ნათანმა ის ბათ-შებასთან ჩადენილ მძიმე ცოდვაში ამხილა. დავითს მოსვენებას უკარგავდა სინდისის ქენჯნა. მან თავმდაბლად აღიარა თავისი დანაშაული (2 სამ. 12:1—14).
ცოდვის მიუხედავად, დავითისთვის შესაძლებელი იყო სულიერი განკურნება
-
ცოდვის მონანიებამდე და აღიარებამდე მას სინდისი ქენჯნიდა.
-
ღვთის გულისწყრომის გამო ის ისე გრძნობდა თავს, თითქოს ძვლები შემუსვროდა.
-
ის ნატრობდა პატიებას, სულიერ განკურნებასა და ძველი სიხარულის დაბრუნებას.
-
დავითი ევედრებოდა იეჰოვას, რომ დახმარებოდა, მზადყოფნით დამორჩილებოდა მას.
-
ის დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვა აპატიებდა.