„იეჰოვას მიანდე შენი ტვირთი“
დავითი ცხოვრების მანძილზე არაერთ უმძიმეს განსაცდელს შეხვდა. 55-ე ფსალმუნის დაწერამდე მან გადაიტანა ისეთი განსაცდელები, როგორიცაა:
-
შეურაცხყოფა
-
დევნა
-
დანაშაულის განცდა
-
ოჯახური ტრაგედია
-
ავადმყოფობა
-
ღალატი
მაშინაც კი, როცა მისი ტვირთი მეტისმეტად მძიმე იყო, დავითმა იპოვა გამოსავალი. ყველას, ვინც მსგავს განსაცდელებს ხვდება, ის ღვთივშთაგონებით ურჩევს: „იეჰოვას მიანდე შენი ტვირთი“.
ჩვენ როგორ შეგვიძლია ამ რჩევის გათვალისწინება?
-
ესაუბრე იეჰოვას ლოცვაში ნებისმიერ პრობლემაზე, საწუხარსა თუ საზრუნავზე.
-
ხელმძღვანელობისა და მხარდაჭერისთვის მიმართე ბიბლიას და ღვთის ორგანიზაციას.
-
გაითვალისწინე ბიბლიური პრინციპები და გონიერების ფარგლებში ყველაფერი გააკეთე, რომ მდგომარეობა შეიმსუბუქო.