არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით

მშობლებო, თქვენს შვილებს სულიერი ზრდისთვის კარგი ნიადაგი მოუმზადეთ!

მშობლებო, თქვენს შვილებს სულიერი ზრდისთვის კარგი ნიადაგი მოუმზადეთ!

ღვთისმოშიშ მშობლებს სურთ, შვილებმა იეჰოვას ერთგულად ემსახურონ. ამიტომ ისინი ჩვილობიდანვე ასწავლიან მათ ღვთის სიტყვას (კან. 6:7; იგავ. 22:6). ცხადია, ამისთვის მშობლების მხრიდან შრომა და თავგანწირვა მოითხოვება. მაგრამ ეს ღირს ძალისხმევად (3 იოან. 4).

მშობლებს ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ იოსებისა და მარიამისგან. ისინი „ყოველ წელს დადიოდნენ იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე“ მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის დიდი ძალისხმევა და ხარჯების გაღება იყო საჭირო (ლუკ. 2:41). აშკარაა, მათთვის ოჯახის სულიერი კეთილდღეობა უმთავრესი იყო. დღესაც მშობლები სწორ მიმართულებას აძლევენ თავიანთ შვილებს, როცა ნებისმიერ შესაძლებლობას იყენებენ, რომ სიტყვითა თუ პირადი მაგალითით იეჰოვასთან დაახლოებაში დაეხმარონ (ფსალმ. 127:3—5).

უყურე ვიდეოს „მათ ხელიდან არც ერთი შესაძლებლობა არ გაუშვეს“ და უპასუხე ქვემოთ მოყვანილ კითხვებს:

  • როგორ აყენებდა პირველ ადგილზე სამეფოს ინტერესებს ეს ცოლ-ქმარი, რომელთაც ექვსი შვილი ჰყავდათ?

  • რატომ მართებთ მშობლებს, თითოეულ ბავშვს ინდივიდუალურად მიუდგნენ?

  • როგორ შეუძლიათ მშობლებს, შვილები რწმენის გამოცდებისთვის მოამზადონ?

  • იეჰოვას ორგანიზაციის მიერ მოწოდებულ რა საშუალებებს იყენებ, რათა შვილებს იეჰოვასთან დაახლოებაში დაეხმარო?

ოჯახში პირველ ადგილზე დააყენე სულიერი საქმეები