არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით

მოერიდე საფრთხეებს, როცა სოციალური ქსელებით სარგებლობ!

მოერიდე საფრთხეებს, როცა სოციალური ქსელებით სარგებლობ!

რატომ არის მნიშვნელოვანი: სოციალური ქსელებით სარგებლობა შეიძლება სასარგებლოც იყოს და საზიანოც. ზოგმა ქრისტიანმა გადაწყვიტა, საერთოდ არ გამოიყენოს სოციალური ქსელები, ზოგი კი მათ იმისთვის იყენებს, რომ ოჯახის წევრებსა თუ მეგობრებთან ჰქონდეს ურთიერთობა. ეშმაკს სურს, არაგონივრულად გამოვიყენოთ ეს საშუალება, რათა სახელიც გაგვიტეხოს და იეჰოვასთან ურთიერთობაც გაგვიფუჭოს. იესოს მსგავსად, ჩვენც შეგვიძლია ბიბლიური პრინციპების დახმარებით ამოვიცნოთ საფრთხეები და თავი ავარიდოთ (ლუკ. 4:4, 8, 12).

საფრთხეები:

  • დროის ქურდი. თუ სოციალური ქსელებითა და მედიით სარგებლობისას ძალიან დიდ დროს ვხარჯავთ, შეიძლება დრო აღარ დაგვრჩეს გაცილებით მნიშვნელოვანი სულიერი საქმეებისთვის.

    ბიბლიური პრინციპები: ეფეს. 5:15, 16; ფილ. 1:10

  • საეჭვო მასალა. თუ გამომწვევ სურათებს ვათვალიერებთ, ამან შეიძლება პორნოგრაფიაზე გაგვხადოს დამოკიდებული ან უზნეობამდეც კი მიგვიყვანოს. განდგომილთა მიერ გამოქვეყნებული მასალის წაკითხვამ შეიძლება რწმენა დაგვინგრიოს.

    ბიბლიური პრინციპები: მათ. 5:28; ფილ. 4:8

  • უადგილო კომენტარები და შეუფერებელი ფოტოები. გული ვერაგია, რის გამოც შეიძლება ადვილად ავყვეთ ცდუნებას და სოციალურ ქსელში უადგილო კომენტარები თუ შეუფერებელი სურათები დავპოსტოთ. მაგრამ ამან შეიძლება სხვას რეპუტაცია შეულახოს და რწმენაც კი შეურყიოს.

    ბიბლიური პრინციპები: რომ. 14:13; ეფეს. 4:29

უყურე ვიდეოს „ნუ გაებმები სოციალურ ქსელში!“ და დაფიქრდი, რის გაკეთება გმართებს, რომ არ აღმოჩნდე ისეთ სიტუაციებში, როგორიც სურათებზეა ნაჩვენები.