იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით
ერთგულად მიჰყევი ქრისტეს ნაკვალევს
იესომ მაგალითი დაგვიტოვა, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა განსაცდელებს ვხვდებით ან გვდევნიან (1 პეტ. 2:21—23). შეურაცხყოფისა და ტანჯვის მიუხედავად, იესო არასდროს ფიქრობდა სამაგიეროს გადახდაზე (მარ. 15:29—32). რა დაეხმარა მას, ბოლომდე მოეთმინა? რაც უნდა მომხდარიყო, მას გადაწყვეტილი ჰქონდა, ღვთის ნება შეესრულებინა (იოან. 6:38). ის აგრეთვე იმ სიხარულზე ფიქრობდა, „რომელიც მოელოდა“ (ებრ. 12:2).
ჩვენ როგორ ვრეაგირებთ, როცა რწმენის გამო ცუდად გვეპყრობიან? ჭეშმარიტი ქრისტიანები სამაგიეროს არავის უხდიან (რომ. 12:14, 17). როცა ქრისტეს მსგავსად ვიტანთ შეურაცხყოფას, სიხარულის მიზეზი გვაქვს, რადგან ღვთის კეთილგანწყობას ვიმსახურებთ (მათ. 5:10—12; 1 პეტ. 4:12—14).
უყურე ვიდეოს „იეჰოვას სახელი ყველაზე მნიშვნელოვანია“ და უპასუხე ქვემოთ მოყვანილ კითხვებს:
-
როგორ გამოიყენა დრო გონივრულად და პოეტზინგერმა სამარტოო საკანში ყოფნისას?
-
რა გადაიტანეს გერტრუდ და მარტინ პოეტზინგერებმა საკონცენტრაციო ბანაკებში?
-
რა დაეხმარა მათ ამ ყველაფრის ატანაში?