არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით

გონივრულად აირჩიე გართობა

გონივრულად აირჩიე გართობა

რატომ უნდა ავირჩიოთ გონივრულად გართობა? როდესაც ვირჩევთ, რა ფილმს ვუყუროთ, რომელ სიმღერას მოვუსმინოთ, რომელ ვებგვერდს ვეწვიოთ, რომელი წიგნი წავიკითხოთ ან რომელი ვიდეოთამაშით გავერთოთ, ამ დროს ვწყვეტთ, რით ვკვებოთ გონება. ჩვენი არჩევანი ჩვენს საქციელზე იქონიებს გავლენას. სამწუხაროდ, დღეს გართობის ბევრი სახეობა ისეთ ელემენტებს შეიცავს, რაც იეჰოვასთვის მიუღებელია (ფსალმ. 11:5; გალ. 5:19—21). ამიტომ ბიბლია მოგვიწოდებს, რომ კვლავაც ვიფიქროთ იმაზე, რაც იეჰოვას განადიდებს (ფილ. 4:8).

უყურე ვიდეორგოლს „გართობის რომელი სახეობა ავირჩიო?“ და უპასუხე ქვემოთ მოყვანილ კითხვებს:

  • რით ჰგავს ძველ რომში გამართული გლადიატორების ორთაბრძოლა თანამედროვე გართობის ზოგ სახეობას?

  • როგორ შეუძლიათ კრების წევრებს დაეხმარონ ახალგაზრდებს, გონივრულად აირჩიონ გართობა?

  • როგორ გვეხმარება რომაელების 12:9-ში ჩაწერილი სიტყვები, გონივრულად ავირჩიოთ გართობა?

  • ჯანსაღი გართობის რომელი სახეობებით შეგიძლია თავი შეიქციო იქ, სადაც ცხოვრობ?