არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ღვთის სიტყვის საუნჯე | გალატელები 4—6

რას ვსწავლობთ ამ ბიბლიური ისტორიიდან, რომელსაც სიმბოლური მნიშვნელობა აქვს?

რას ვსწავლობთ ამ ბიბლიური ისტორიიდან, რომელსაც სიმბოლური მნიშვნელობა აქვს?

4:24—31

პავლე მოციქულმა ამ მუხლებში მოყვანილი სიტყვებით თვალსაჩინოდ დაგვანახვა კანონის შეთანხმებაზე ახალი შეთანხმების უპირატესობა. ქრისტესა და მისი თანამემკვიდრეების მმართველობის დროს კაცობრიობა გათავისუფლდება ცოდვის, არასრულყოფილებისა და სიკვდილის მონობისგან (ეს. 25:8, 9).

 

აგარი — მოახლე ქალი

ფიზიკური ისრაელი, რომელთანაც იეჰოვამ კანონის შეთანხმება დადო და რომლის დედაქალაქიც იერუსალიმი იყო.

სარა — თავისუფალი ქალი

„ზედა იერუსალიმი“, ღვთის ორგანიზაციის ზეციური ნაწილი.

აგარის „შვილები“

იუდეველები (იეჰოვასთან კანონის შეთანხმებით იყვნენ შეკრულნი), რომლებმაც შეავიწროვეს და უარყვეს იესო.

სარას „შვილები“

ქრისტე და 144 000 სულით ცხებული ქრისტიანი.

კანონის შეთანხმება იმონებს

კანონი ისრაელებს შეახსენებდა, რომ ცოდვის მონები იყვნენ.

ახალი შეთანხმება ათავისუფლებს

ქრისტეს მიერ გაღებული მსხვერპლისადმი რწმენა კანონის წყევლისგან გათავისუფლების საშუალებას იძლევა.