არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ქრისტიანული ცხოვრება

როგორ გამოვიყენოთ საუბრის ნიმუშები

როგორ გამოვიყენოთ საუბრის ნიმუშები

2018 წლის იანვრიდან მოყოლებული „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრებისა და მსახურების“ პირველ გვერდზე იბეჭდება საუბრის ნიმუშები. როგორ შეგვიძლია მათი გამოყენება?

დავალებით გამოსვლისას: ჩვენ უნდა გამოვიყენოთ საუბრის ნიმუშში მითითებული კითხვა, მუხლი და მომდევნო საუბრისთვის განკუთვნილი კითხვა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიტყვასიტყვით გავიმეოროთ ვიდეოში ნაჩვენები შეთავაზება. ჩვენ შეგვიძლია თავად ავირჩიოთ სიტუაცია, შესავალი სიტყვები, ის, თუ როგორ განვავითარებთ მსჯელობას და ა. შ. იმ შემთხვევაშიც კი, როცა პირდაპირი მითითება არ გვეძლევა, შეგვიძლია შევთავაზოთ რომელიმე პუბლიკაცია სწავლებაში დამხმარე საშუალებებიდან.

მსახურებაში: საუბრის ნიმუშები იმ მიზნით მზადდება, რომ მსახურებისთვის სხვადასხვა იდეა გვქონდეს. თუ მოსაუბრე გულწრფელ ინტერესს ავლენს და მეტის გაგება სურს, შეგვიძლია განვაგრძოთ საუბარი და უმალვე გამოვიყენოთ განმეორებითი მონახულების ნიმუში. შეგვიძლია საუბრის ნიმუშები სიტუაციას მოვარგოთ ან სრულიად განსხვავებული შეთავაზება მოვიფიქროთ. შესაძლოა ჩვენს ტერიტორიაზე წინა თვის საუბრის ნიმუშის გამოყენება ან სხვა ბიბლიური მუხლის წაკითხვა უფრო პრაქტიკული აღმოჩნდეს. შეიძლება ხალხს მიმდინარე მოვლენებსა თუ ახალ ამბებზე სურს საუბარი. როგორც არ უნდა იყოს, ჩვენი მიზანია, „ყველაფერი სასიხარულო ცნობისთვის“ გავაკეთოთ, რათა ის სხვებსაც გავუზიაროთ (1 კორ. 9:22, 23).