არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

20—26 მაისი

ᲤᲡᲐᲚᲛᲣᲜᲔᲑᲘ 40, 41

20—26 მაისი

სიმღერა 102 და ლოცვა | შესავალი სიტყვა (1 წთ.)

ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ

1. რატომ უნდა დავეხმაროთ სხვებს?

(10 წთ.)

სხვების დახმარება ბედნიერებას გვანიჭებს (ფსალმ. 41:1; w18.08 22 ¶16—18).

იეჰოვა ხელს უმართავს მათ, ვინც სხვას ეხმარება (ფსალმ. 41:2—4; w15 12/15 24 ¶7).

როცა სხვებს ვეხმარებით, იეჰოვას განვადიდებთ (ფსალმ. 41:13; იგავ. 14:31; w17.09 12 ¶17).

ᲓᲐᲤᲘᲥᲠᲓᲘᲗ: კრებაში ვინმეს ხომ არ სჭირდება დახმარება, რომ უკეთ შეძლოს JW ბიბლიოთეკის გამოყენება?

2. ღვთის სიტყვის სიღრმეები

(10 წთ.)

  • ფსალმ. 40:5—10 — დავითის სიტყვებიდან გამომდინარე, რით ვაჩვენებთ, რომ ვაღიარებთ იეჰოვას, როგორც უზენაეს ხელისუფალს? (it „იეჰოვა“, ¶71)

  • რა აღმოჩნდა თქვენთვის საინტერესო ამ კვირაში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთიდან?

3. ბიბლიის კითხვა

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ

4. საუბრის წამოწყება

(3 წთ.) ᲐᲠᲐᲤᲝᲠᲛᲐᲚᲣᲠᲐᲓ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. წამოიწყე საუბარი მასთან, ვისაც ატყობ, რომ კარგ განწყობაზეა. (lmd გაკვეთილი 2, პუნქტი 3)

5. საუბრის წამოწყება

(4 წთ.) ᲐᲠᲐᲤᲝᲠᲛᲐᲚᲣᲠᲐᲓ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. წამოიწყე საუბარი მასთან, ვისაც ატყობ, რომ მოწყენილია. (lmd გაკვეთილი 3, პუნქტი 5)

6. მოწაფეების მომზადება

(5 წთ.) lff გაკვეთილი 14, პუნქტი 6. ბიბლიის შემსწავლელთან, რომელიც კრების შეხვედრაზე კომენტარის გაკეთებას ვერ ბედავს, განიხილე რომელიმე აზრი სტატიიდან „განადიდეთ იეჰოვა კრების წინაშე“. ეს სტატია მოცემულია ჩარჩოში „გაიგეთ მეტი“. (th გაკვეთილი 19)

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ

სიმღერა 138

7. სიკეთე გავუკეთოთ ხანდაზმულებს

(15 წთ.) განხილვა.

იეჰოვა ძალიან აფასებს ყველაფერს, რასაც ხანდაზმულები აკეთებენ კრებისთვის. ჩვენც ძალიან ვაფასებთ მათ შრომას (ებრ. 6:10). წლების მანძილზე ისინი ასწავლიდნენ, საჭირო რჩევებს აძლევდნენ და ამხნევებდნენ თანამორწმუნეებს. შესაძლოა მათ თქვენს სულიერ ზრდაშიც მიუძღვით წვლილი. როგორ ვაგრძნობინოთ, რომ მადლიერები ვართ ყველაფრისთვის, რასაც ისინი დღემდე აკეთებენ?

აუდიტორიას უჩვენე ᲕᲘᲓᲔᲝ „სიკეთე გავუკეთოთ თანამორწმუნეებს“. შემდეგ ჰკითხე:

  • რა ისწავლა ახალგაზრდა ძმამ ხანდაზმული თანამორწმუნისგან?

  • რის გამო აფასებთ თქვენი კრების ხანდაზმულ და-ძმებს?

  • რას ვსწავლობთ კეთილი სამარიელის მაგალითიდან?

  • რატომ იყო კარგი, რომ ახალგაზრდა ძმამ ხანდაზმული ძმის დახმარების საქმეში სხვებიც ჩართო?

იყავით დაკვირვებული, რომ დაინახოთ, რა მხრივ სჭირდებათ ხანდაზმულ და-ძმებს დახმარება, შემდეგ კი პრაქტიკული ნაბიჯები გადადგით მათ დასახმარებლად (იაკ. 2:15, 16).

წაიკითხეთ გალატელების 6:10. შემდეგ ჰკითხე აუდიტორიას:

  • რა სიკეთე შეგიძლიათ გაუკეთოთ თქვენს კრებაში ხანდაზმულებს?

8. კრების ბიბლიის შესწავლა

დასკვნითი სიტყვა (3 წთ.) | სიმღერა 8 და ლოცვა