არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

3—9 ივნისი

ᲤᲡᲐᲚᲛᲣᲜᲔᲑᲘ 45—47

3—9 ივნისი

სიმღერა 27 და ლოცვა | შესავალი სიტყვა (1 წთ.)

ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ

იესო ქრისტე პატარძალთან, 144 000 სულითცხებულთან ერთად.

1. სიმღერა, რომელიც მეფის ქორწილს ეძღვნება

(10 წთ.)

45-ე ფსალმუნში აღწერილია ცხებული მეფის ქორწილი (ფსალმ. 45:1, 13, 14; w14 2/15 9, 10 ¶8, 9).

ეს ქორწილი არმაგედონის შემდეგ გაიმართება (ფსალმ. 45:3, 4; w22.05 17 ¶10—12).

მეფის ქორწილი მთელი კაცობრიობის კეთილდღეობას მოემსახურება (ფსალმ. 46:8—11; it „ომი“).


ᲓᲐᲤᲘᲥᲠᲓᲘᲗ: მიხარია ჩვენი მეფის, იესო ქრისტეს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება? (ფსალმ. 45:1)

2. ღვთის სიტყვის სიღრმეები

(10 წთ.)

  • ფსალმ. 45:16 — რა მნიშვნელოვან დეტალს გვიმჟღავნებს ეს მუხლი? (w17.04 11 ¶9)

  • რა აღმოჩნდა თქვენთვის საინტერესო ამ კვირაში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთიდან?

3. ბიბლიის კითხვა

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ

4. საუბრის წამოწყება

(3 წთ.) ᲐᲠᲐᲤᲝᲠᲛᲐᲚᲣᲠᲐᲓ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. (lmd გაკვეთილი 1, პუნქტი 3)

5. მოხსენება

(5 წთ.) ijwbv 26 — თემა: როგორ იხსნება ფსალმუნის 46:10? (th გაკვეთილი 18)

6. საკუთარ მრწამსზე მსჯელობა

(4 წთ.) ინსცენირება. g 12/10 22, 23 — თემა: როგორი შეხედულება გაქვს ჰომოსექსუალიზმზე? (lmd გაკვეთილი 6, პუნქტი 5)

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ

სიმღერა 131

7. გამოხატეთ სიყვარული მეუღლის მიმართ

(10 წთ.) განხილვა.

ქორწილი სასიხარულო მოვლენაა (ფსალმ. 45:13—15). როგორც წესი, ქორწილის დღე ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღეა წყვილის ცხოვრებაში. მაგრამ რისი გაკეთება შეუძლია ცოლ-ქმარს, რომ ბედნიერი თანაცხოვრება ჰქონდეთ? (ეკლ. 9:9).

ერთმანეთისადმი სიყვარულის გამოხატვა ბედნიერი ქორწინების საწინდარია. ცოლ-ქმარს ბევრი რამის სწავლა შეუძლია ისაკისა და რებეკას მაგალითიდან. როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ქორწინებიდან 30 წლის შემდეგაც კი ისინი ერთმანეთს თბილად და სიყვარულით ეპყრობოდნენ (დაბ. 26:8). რა დაეხმარება მეუღლეებს, რომ სითბო და სიყვარული გამოხატონ ერთმანეთის მიმართ?

აუდიტორიას უჩვენე ᲕᲘᲓᲔᲝ „რჩევები ცოლქმრული ბედნიერებისთვის: გამოხატეთ სიყვარული“. შემდეგ ჰკითხე:

  • რამ შეიძლება გააციოს ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობა?

  • რისი გაკეთება შეუძლია ცოლ-ქმარს, რომ ერთმანეთს სიყვარული და მზრუნველობა აგრძნობინონ? (საქ. 20:35).

8. ადგილობრივი მოთხოვნილებები

(5 წთ.)

9. კრების ბიბლიის შესწავლა

დასკვნითი სიტყვა (3 წთ.) | სიმღერა 111 და ლოცვა