არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

6—12 მაისი

სიმღერა 87 და ლოცვა | შესავალი სიტყვა (1 წთ.)

ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ

1. „გული ნუ მოგივა ბოროტ ხალხზე“

(10 წთ.)

ხშირად ჩვენს ტანჯვას ბოროტი ადამიანები იწვევენ (ფსალმ. 36:1—4; w17.04 10 ¶4).

თუ ბოროტი ხალხის მიმართ ბოღმას და რისხვას ჩავიდებთ გულში, ეს ჩვენთვისვე იქნება საზიანო (ფსალმ. 37:1, 7, 8; w22.06 10 ¶10).

თუ მტკიცედ გვწამს იეჰოვას დანაპირების, სიმშვიდეს არ დავკარგავთ (ფსალმ. 37:10, 11; w03 12/1 13 ¶20).

ᲓᲐᲤᲘᲥᲠᲓᲘᲗ: მეტისმეტად ხომ არ ვინტერესდები ახალი ამბებით, რომლებიც ადამიანთა ბოროტ საქმეებს აშუქებს?

2. ღვთის სიტყვის სიღრმეები

(10 წთ.)

  • ფსალმ. 36:6 — სავარაუდოდ, რა იგულისხმა ფსალმუნმომღერალმა, როცა იეჰოვას სიმართლე დიად მთებს შეადარა? (it „მთა“).

  • რა აღმოჩნდა თქვენთვის საინტერესო ამ კვირაში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთიდან?

3. ბიბლიის კითხვა

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ

4. საუბრის წამოწყება

(3 წთ.) ᲙᲐᲠᲓᲐᲙᲐᲠ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. (lmd გაკვეთილი 1, პუნქტი 5)

5. ინტერესის გაღვივება

(4 წთ.) ᲐᲠᲐᲤᲝᲠᲛᲐᲚᲣᲠᲐᲓ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. ბიბლიის შესწავლა შესთავაზე მას, ვინც ადრე უარი გითხრა. (lmd გაკვეთილი 9, პუნქტი 4)

6. მოხსენება

(5 წთ.) ijwbv 45 — თემა: როგორ იხსნება ფსალმუნის 37:4? (th გაკვეთილი 13)

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ

სიმღერა 33

7. მომზადებული შეხვდით „გაჭირვების ჟამს“

(15 წთ.) განხილვა.

მთელ მსოფლიოში მრავალი და-ძმა სტიქიისა თუ ადამიანის მიერ გამოწვეული უბედურებების გამო იტანჯება (ფსალმ. 9:9, 10). სამწუხაროდ, არ ვიცით, როდის დაგვიდგება „გაჭირვების ჟამი“, ამიტომ ღირს, წინასწარ მოვემზადოთ მოულოდნელი სიტუაციებისთვის.

წინასწარი ზომების მიღების გარდა, a კიდევ რა დაგვეხმარება, მომზადებულები დავხვდეთ სტიქიას?

  • შეემზადეთ ემოციურად. გააცნობიერეთ, რომ სტიქიისგან დაზღვეული არავინაა და წინასწარ შეიმუშავეთ გეგმა, როგორ მოიქცევით, თუ ასეთი რამ თქვენს ტერიტორიაზე მოხდება. ნუ გახდებით მეტისმეტად დამოკიდებული მატერიალურ ქონებასა თუ ნივთებზე. ამ საკითხზე სწორი თვალსაზრისი დაგეხმარებათ, გონივრულად იმოქმედოთ და გაუმართლებელ რისკზე არ წახვიდეთ, თუ საქმე სიცოცხლესა და ქონებას შორის არჩევანზე მიდგება (დაბ. 19:16; ფსალმ. 36:9). გარდა ამისა, თუ თქვენი ქონება დაზიანდება ან განადგურდება, გაგიადვილდებათ დანაკარგთან შეგუება (ფსალმ. 37:19).

  • გაიძლიერეთ რწმენა. განიმტკიცეთ იმის რწმენა, რომ იეჰოვას ძალაც აქვს და სურვილიც, იზრუნოს თქვენს საჭიროებებზე (ფსალმ. 37:18). ხშირად შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ ღმერთი ხელმძღვანელობისა და დახმარების გარეშე არასოდეს დაგვტოვებს, თუნდაც სიცოცხლის გარდა ყველაფერი დავკარგოთ (იერ. 45:5; ფსალმ. 37:23, 24).

იეჰოვა იქნება ჩვენი „ციხესიმაგრე გაჭირვების ჟამს“, თუ ეჭვი არ შეგვეპარება, რომ ის შეასრულებს თავის დანაპირებს (ფსალმ. 37:39).

აუდიტორიას უჩვენე ᲕᲘᲓᲔᲝ „მზად ხართ საგანგებო სიტუაციებისთვის?“. შემდეგ ჰკითხე:

  • რა მხრივ გვეხმარება იეჰოვა სტიქიისა თუ სხვა სახის უბედურების დროს?

  • როგორ უნდა მოვემზადოთ პრაქტიკულად?

  • როგორ შეგვიძლია მათი დახმარება, ვისაც სტიქიური თუ სხვა სახის უბედურება დაატყდა თავს?

8. კრების ბიბლიის შესწავლა

დასკვნითი სიტყვა (3 წთ.) | სიმღერა 57 და ლოცვა