იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით
„ვინც ღმერთმა შეაუღლა“
მოსეს კანონის თანახმად, მამაკაცს, რომელიც გაყრას აპირებდა, უნდა შეედგინა გაყრის მოწმობა. ეს ეხმარებოდა მას, ნაჩქარევად არ მიეღო გადაწყვეტილება. თუმცა იესოს დროს რელიგიურმა წინამძღოლებმა გააადვილეს გაყრა. მამაკაცებს ნებისმიერი მიზეზით შეეძლოთ გაყროდნენ ცოლს (მარ. 10:4, 11 — nwtsty დამატებითი მასალა). იესო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ქორწინების დამფუძნებელი იეჰოვაა (მარ. 10:2—12). ცოლ-ქმარი „ერთი ხორცი“ უნდა გამხდარიყო და მათი კავშირი მუდმივი უნდა ყოფილიყო. როგორც მათეს სახარებიდან ჩანს, განქორწინების ერთადერთი ბიბლიური საფუძველი სექსუალური უზნეობაა (მათ. 19:9).
დღეს ბევრს ქორწინებაზე ისეთივე თვალსაზრისი აქვთ, როგორიც ფარისევლებს ჰქონდათ. როცა პრობლემები იჩენს თავს, მათთვის ადვილი გამოსავალი გაყრაა. ქრისტიანი წყვილები სერიოზულად ეკიდებიან საქორწინო აღთქმას და ცდილობენ, ბიბლიური პრინციპების დახმარებით მოაგვარონ პრობლემები. უყურე ვიდეოს „ურთიერთპატივისცემა და სიყვარული ამტკიცებს ოჯახურ კვანძებს“ და უპასუხე ქვემოთ მოყვანილ კითხვებს:
-
როგორ შეგიძლია გაითვალისწინო იგავების 15:1-ში ჩაწერილი პრინციპი მეუღლესთან ურთიერთობისას და რატომაა ეს მნიშვნელოვანი?
-
როგორ დაგეხმარება იგავების 19:11-ში ჩაწერილი პრინციპი პრობლემების თავიდან არიდებაში?
-
თუ თქვენი ოჯახი დანგრევის პირასაა, ნაცვლად იმისა, რომ განქორწინებაზე დაიწყო ფიქრი, რა კითხვები უნდა დაუსვა საკუთარ თავს?
-
როგორ დაგეხმარება მათეს 7:12-ში ჩაწერილი პრინციპი, იყო უკეთესი მეუღლე?