არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით

დაეხმარეთ შვილებს, გახდნენ ქრისტეს მიმდევრები

დაეხმარეთ შვილებს, გახდნენ ქრისტეს მიმდევრები

ქრისტიან მშობელს არაფერი ახარებს ისე, როგორც იმის დანახვა, რომ შვილი უარყოფს საკუთარ თავს, იღებს თავის წამების ბოძს და მიჰყვება იესოს ნაკვალევს (მარ. 8:34; 3 იოან. 4). როგორ შეუძლიათ მშობლებს, დაეხმარონ შვილებს, მიჰყვნენ იესოს ნაკვალევს, თავი მიუძღვნან იეჰოვას და მოინათლონ? რა მიანიშნებს იმაზე, რომ თქვენი შვილი მზად არის ისეთი სერიოზული ნაბიჯის გადასადგმელად, როგორიცაა ნათლობა?

წაიკითხე ქვესათაური „ქრისტიან მშობლებს“ წიგნის „ორგანიზებულნი ვართ იეჰოვას ნების შესასრულებლად“ 165-ე და 166-ე გვერდებზე და დაფიქრდი ქვემოთ მოყვანილ კითხვებზე:

  1. რას ნიშნავს, იყო მოწაფე?

  2. რა უნდა ასწავლონ მშობლებმა შვილებს?

  3. მონათვლამდე როგორ უნდა ცხადყონ არასრულწლოვანმა შვილებმა, რომ თავიანთი ასაკის შესაბამისად ითვალისწინებენ ქვემოთ მოყვანილ პრინციპებს?