არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ქრისტიანული ცხოვრება

გამოავლინეთ სიყვარული ოჯახში

გამოავლინეთ სიყვარული ოჯახში

სიყვარული ოჯახს ერთ მუშტად კრავს. სიყვარულს მოკლებულ ოჯახის წევრებს უჭირთ ერთსულოვნების შენარჩუნება. როგორ ავლენენ ქმრები, ცოლები და მშობლები სიყვარულს ოჯახის წევრების მიმართ?

მოსიყვარულე ქმარი ითვალისწინებს ცოლის საჭიროებებს, შეხედულებებსა და გრძნობებს (ეფეს. 5:28, 29). ფიზიკურ საჭიროებებთან ერთად მას ოჯახის სულიერი მოთხოვნილებებიც აღელვებს, ამიტომ რეგულარულად ატარებს ოჯახურ შესწავლას (1 ტიმ. 5:8). მოსიყვარულე ცოლი ემორჩილება და დიდ პატივს სცემს ქმარს (ეფეს. 5:22, 33; 1 პეტ. 3:1—6). ცოლიც და ქმარიც მთელი გულით უნდა პატიობდნენ ერთმანეთს (ეფეს. 4:32). მოსიყვარულე მშობლები ინდივიდუალურად უდგებიან შვილებს და იეჰოვასადმი სიყვარულს უნერგავენ (კან. 6:6, 7; ეფეს. 6:4). ისინი ინტერესდებიან, რა სირთულეებს ხვდებიან ბავშვები სკოლაში და როგორ უმკლავდებიან თანატოლების ზეწოლას. როცა ოჯახის წევრებს ძლიერ უყვართ ერთმანეთი, თავს ყველა დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობს.

უყურეთ ვიდეორგოლს „გამოავლინეთ ოჯახში სიყვარული, რომელიც არასოდეს მთავრდება“ და უპასუხეთ შემდეგ კითხვებს:

  • როგორ ზრუნავს მოსიყვარულე ქმარი ცოლზე?

  • როგორ ავლენს მოსიყვარულე ცოლი ქმრისადმი ღრმა პატივისცემას?

  • როგორ ცდილობენ მოსიყვარულე მშობლები, შვილებს ღვთის სიტყვა ჩაუნერგონ?