ქრისტიანული მსახურება | სიხარული პოვეთ მსახურებაში
მთავარი აზრების მაგალითებით გამოკვეთა
განმეორებითი მონახულებისა თუ ბიბლიის შესწავლის დროს უნდა ვეცადოთ, მთავარი აზრები ნათლად და გასაგებად გამოვკვეთოთ. კარგად შერჩეული მაგალითები მსმენელის გულს სწვდება და ბიბლიური სწავლებების დამახსოვრებაში ეხმარება.
როცა განმეორებითი მონახულებისთვის ან ბიბლიის შესწავლისთვის ემზადებით, მოიფიქრეთ მაგალითი, რომლითაც მთავარ აზრს გამოკვეთავთ და არა უმნიშვნელო დეტალებს. ეცადეთ, მარტივი მაგალითი მოიყვანოთ, რომელიც ყოველდღიურობიდან იქნება აღებული (მათ. 5:14—16; მარ. 2:21; ლუკ. 14:7—11). გაითვალისწინეთ მსმენელის კულტურა და საქმიანობა (ლუკ. 5:2—11; იოან. 4:7—15). მათი სიხარულის შემხედვარე, რასაც ბიბლიური სწავლებების გაგება მიანიჭებს, თქვენც უდიდეს სიხარულს იგრძნობთ.
უყურეთ ვიდეორგოლს „სიხარული პოვეთ მოწაფეების მომზადების საქმეში და დაიხვეწეთ როგორც ღვთის სიტყვის მასწავლებლები — მთავარი აზრების მაგალითებით გამოკვეთა“ და უპასუხეთ შემდეგ კითხვებს:
-
რატომ უნდა დავეხმაროთ შემსწავლელებს ბიბლიური მუხლების გაგებაში?
-
რატომ მოიყვანა ნიტამ მაგალითი რომაელების 5:12-ის ასახსნელად?
-
რაში დაეხმარება კარგი მაგალითი მსმენელს?
-
რატომ უნდა გამოვიყენოთ მსახურების დროს ვიდეოები და სწავლებაში დამხმარე სხვა საშუალებები?