არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ქრისტიანული ცხოვრება

ღვთის აღმზრდელობით ზომებში სიყვარული ვლინდება

ღვთის აღმზრდელობით ზომებში სიყვარული ვლინდება

სიტყვა „აღზრდაში“, ძირითადად, ცოდნის მიცემა და სწავლება იგულისხმება. თუმცა ეს სიტყვა დასჯისა და გამოსწორების აზრსაც ატარებს. იეჰოვაც გვასწავლის და საჭიროების შემთხვევაში აღმზრდელობით ზომებსაც მიმართავს, რათა მისთვის მოსაწონი სახით ვემსახუროთ (რომ. 12:1; ებრ. 12:10, 11). ზოგჯერ აღმზრდელობითი ზომები შეიძლება მტკივნეული იყოს, მაგრამ, თუ მორჩილებას გამოვავლენთ, იეჰოვას მოწონებას დავიმსახურებთ და მის კურთხევებს მივიღებთ (იგავ. 10:7). რისი გათვალისწინება მართებთ მათ, ვინც აღმზრდელობით ზომებს მიმართავს? რა უნდა ახსოვდეთ მათ, ვის მიმართაც აღმზრდელობით ზომებს ატარებენ?

ვინც აღმზრდელობით ზომებს მიმართავს. უხუცესები, მშობლები თუ სხვები იეჰოვას უნდა ჰბაძავდნენ და აღმზრდელობითი ზომების გატარებისას სიყვარულსა და სიკეთეს ავლენდნენ (იერ. 46:28). მაშინაც კი, როცა მკაცრი ზომების მიღება უწევთ, უნდა დარწმუნდნენ, რომ ადეკვატურ ზომებს მიმართავენ და მათ გადაწყვეტილებას სიყვარული უდევს საფუძვლად (ტიტ. 1:13).

ვის მიმართაც აღმზრდელობით ზომებს ატარებენ. რაც არ უნდა მტკივნეული იყოს აღმზრდელობითი ზომა, საჭიროა, მორჩილება გამოვავლინოთ და დაუყოვნებლივ ვიმოქმედოთ (იგავ. 3:11, 12). არასრულყოფილების გამო შეგონება ყველას გვჭირდება. ზოგჯერ რჩევა-დარიგებებს ღვთის სიტყვის და კრების შეხვედრების მეშვეობით ვიღებთ. ზოგჯერ კი საკითხი იმდენად სერიოზულად დგას, რომ სამართლებრივი კომიტეტის ჩარევა და აღმზრდელობითი ზომების მიღებაა საჭირო. თუ დავყვებით ჩვენ მიმართ გატარებულ აღმზრდელობით ზომებს, თავს დღესაც ბედნიერად ვიგრძნობთ და მარადიულადაც (იგავ. 10:17).

უყურეთ ვიდეორგოლს „იეჰოვა იმის აღზრდაზე ზრუნავს, ვინც უყვარს“ და უპასუხეთ შემდეგ კითხვებს:

  • როგორ ოჯახში აღიზარდა კენონი და როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება?

  • როგორ დაინახა კენონმა იეჰოვას აღმზრდელობით ზომებში სიყვარული?

  • დააფასეთ იეჰოვას აღმზრდელობითი ზომები

    რას ვსწავლობთ მისი გამოცდილებიდან?