ქრისტიანული ცხოვრება
გამოიჩინე სიფრთხილე, როცა საქმე ალკოჰოლს ეხება
ქრისტიანებმა თავშეკავება უნდა გამოავლინონ ალკოჰოლური სასმელების მიღებისას (იგავ. 23:20, 29—35; 1 კორ. 6:9, 10). ამ მხრივ ზომიერება გვმართებს. უნდა ვიფრთხილოთ, რომ ალკოჰოლზე დამოკიდებულები არ გავხდეთ ან სხვა არ დავაბრკოლოთ (1 კორ. 10:23, 24; 1 ტიმ. 5:23). არავის, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, არ უნდა დავაძალოთ ალკოჰოლის მიღება.
უყურე ვიდეორგოლს „დაფიქრდი, სანამ დალევ!“ და უპასუხე შემდეგ კითხვებს:
-
რატომ უნდა დაემორჩილონ ქრისტიანები ალკოჰოლთან დაკავშირებით დადგენილ კანონებს? (რომ. 13:1—4).
-
როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ვინმე ალკოჰოლის დალევას დაგვაძალებს? (რომ. 6:16).
-
როგორ შეგვიძლია თავი ავარიდოთ საფრთხეს?