არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ქრისტიანული ცხოვრება

„ბოლო დღეების“ მიწურულს ყოველმხრივ მომზადებულები უნდა ვიყოთ

„ბოლო დღეების“ მიწურულს ყოველმხრივ მომზადებულები უნდა ვიყოთ

ვინაიდან ბოლო დღეების უკანასკნელ პერიოდში ვცხოვრობთ, მოველით, რომ ცხოვრება უფრო და უფრო გართულდება (2 ტიმ. 3:1; მათ. 24:8). სტიქიური უბედურების დროს იეჰოვას ხალხი დროულ მითითებებს იღებს, რათა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს. თუმცა მომავალში განვითარებულმა მოვლენებმა ჩვენი სიცოცხლე რომ არ შეიწიროს, დღესვე უნდა მოვემზადოთ როგორც სულიერად, ისე ფიზიკურად (ლუკ. 16:10).

  • მოემზადეთ სულიერად: შეადგინეთ კარგი განრიგი. მსახურების სხვადასხვა სფეროში მოსინჯეთ ძალები, რათა ნებისმიერ ვითარებაში შეძლოთ ქადაგება. პანიკაში ნუ ჩაცვივდებით, თუ რაღაც დროის მანძილზე და-ძმებს ვერ დაუკავშირდებით (ეს. 30:15). გახსოვდეთ, რომ იეჰოვა და იესო მუდამ თქვენ გვერდით არიან (od 175 ¶15—17).

  • მოემზადეთ ფიზიკურად: „გასაქცევი ჩანთების“ გარდა ოჯახებმა გონიერების ფარგლებში საკვები პროდუქტის, წყლის, მედიკამენტების და სხვა სახის საჭირო ნივთების მარაგზეც უნდა იზრუნონ, რათა თავშესაფარში გარკვეული პერიოდით მაინც შეძლონ თავის გატანა (იგავ. 22:3; g17.5 4, 6).

უყურეთ ვიდეორგოლს „ხართ მზად სტიქიური უბედურებისთვის?“ და უპასუხეთ შემდეგ კითხვებს:

  • როგორ მოვემზადოთ სულიერად სტიქიური უბედურებისთვის?

  • რატომ არის მნიშვნელოვანი. . .

    • წინასწარ მივაწოდოთ უხუცესებს ჩვენი საკონტაქტო მონაცემები?

    • მოვამზადოთ „გასაქცევი ჩანთა“?

    • წინასწარ ვიმსჯელოთ, რა სახის სტიქიური უბედურება შეიძლება მოხდეს ჩვენს ტერიტორიაზე და რა ზომები უნდა მივიღოთ თითოეულ შემთხვევაში?

  • რისი გაკეთება შეგვიძლია მათთვის, ვინც სტიქიამ დააზარალა? (მოიხსენიე სამი მხარე)

დაფიქრდით: როგორ დამანახვა კორონავირუსის პანდემიამ იმის აუცილებლობა, რომ წინასწარ უნდა ვიყო მომზადებული?