არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ქრისტიანული მსახურება | სიხარული პოვეთ მსახურებაში

ენთუზიაზმით სწავლება

ენთუზიაზმით სწავლება

ენთუზიაზმი გადამდებია! როცა ენთუზიაზმით ვსაუბრობთ, მსმენელის ყურადღებას ვიპყრობთ. ამ დროს ის გრძნობს, რომ ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია ცნობა, რომელსაც გადავცემთ. რა დაგეხმარებათ, რომ თქვენი ბუნებისა თუ წარმომავლობის მიუხედავად, ენთუზიაზმით ასწავლოთ? (რომ. 12:11).

გახსოვდეთ, რომ ხალხს უმნიშვნელოვანეს ცნობას გადასცემთ და ყველაზე ღირებულ საქმეში იღებთ მონაწილეობას (რომ. 10:15). იფიქრეთ, როგორ შეცვლის ადამიანების ცხოვრებას სასიხარულო ცნობის მოსმენა, რომელიც ასე ძალიან სჭირდებათ (რომ. 10:13, 14). ეცადეთ, ილაპარაკოთ ენთუზიაზმით და გრძნობები ბუნებრივი ჟესტიკულაციითა და სახის გამომეტყველებით გამოხატოთ.

უყურეთ ვიდეორგოლს „სიხარული პოვეთ მოწაფეების მომზადების საქმეში და დაიხვეწეთ როგორც ღვთის სიტყვის მასწავლებლები — ენთუზიაზმით სწავლება“ და უპასუხეთ შემდეგ კითხვებს:

  • რატომ დაკარგა ნიტამ ენთუზიაზმი?

  • რა დაეხმარა მას ენთუზიაზმის დაბრუნებაში?

  • ენთუზიაზმი გადამდებია!

    რატომ უნდა გავამახვილოთ ყურადღება ბიბლიის შემსწავლელის დადებით თვისებებზე?

  • როგორ იმოქმედებს ჩვენი ენთუზიაზმი როგორც ბიბლიის შემსწავლელზე, ისე სხვებზე?