ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ
სახელმძღვანელო „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“ შემსწავლელებს რწმენას განუმტკიცებს
ღმერთს რომ ასიამოვნონ, ბიბლიის შემსწავლელებმა მისადმი ძლიერი რწმენა უნდა განივითარონ (ებრ. 11:6). ამ მხრივ მათ დიდ დახმარებას გაუწევს წიგნი „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“, სადაც მოყვანილია საკვანძო ბიბლიური მუხლები და ინტერესის აღმძვრელი კითხვები; აგრეთვე განვითარებულია ლოგიკური მსჯელობა და მოცემულია საინტერესო ვიდეოები თუ ლამაზი ილუსტრაციები. როცა შემსწავლელებს ქრისტიანული თვისებების განვითარებასა და იეჰოვასთან დაახლოებაში ვეხმარებით, შეიძლება ითქვას, რომ მათ რწმენას ცეცხლგამძლე მასალით ვაშენებთ (1 კორ. 3:12—15).
ბევრისთვის წარმოუდგენელია ღმერთთან დამეგობრება, რადგან ვერ ხედავს მას. სწორედ ამიტომ უნდა დავეხმაროთ მათ, გაიცნონ იეჰოვა და ნდობა განივითარონ მის მიმართ.
ᲣᲧᲣᲠᲔᲗ ᲕᲘᲓᲔᲝᲠᲒᲝᲚᲡ «ᲡᲐᲮᲔᲚᲛᲫᲦᲕᲐᲜᲔᲚᲝ „ᲘᲮᲐᲠᲔᲗ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲘᲗ ᲛᲐᲠᲐᲓᲘᲣᲚᲐᲓ!“ ᲨᲔᲛᲡᲬᲐᲕᲚᲔᲚᲔᲑᲡ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡᲐᲓᲛᲘ ᲠᲬᲛᲔᲜᲐᲡ ᲒᲐᲜᲣᲛᲢᲙᲘᲪᲔᲑᲡ», ᲓᲐ ᲣᲞᲐᲡᲣᲮᲔᲗ ᲨᲔᲛᲓᲔᲒ ᲙᲘᲗᲮᲕᲔᲑᲡ:
-
საიდან გამოჩნდა, რომ და კარგად იყო მომზადებული შესწავლისთვის?
-
როგორ გამოიყენა სწორად შერჩეული კითხვები, რომ შემსწავლელს საკუთარი აზრები და გრძნობები გამოეხატა ესაიას 41:10, 13-თან დაკავშირებით?
-
როგორ იმოქმედა ვიდეომ და ბიბლიურმა მუხლებმა შემსწავლელზე?
ბევრს არ ესმის, რას ნიშნავს იესოს მიერ გაღებული გამოსასყიდი ან არ თვლის, რომ ღმერთმა პირადად მისთვის გაიღო საკუთარი ძე მსხვერპლად (გალ. 2:20). ამიტომაც სჭირდებათ მათ ჩვენი დახმარება, რომ რწმენა განივითარონ გამოსასყიდისადმი.
ᲣᲧᲣᲠᲔᲗ ᲕᲘᲓᲔᲝᲠᲒᲝᲚᲡ «ᲡᲐᲮᲔᲚᲛᲫᲦᲕᲐᲜᲔᲚᲝ „ᲘᲮᲐᲠᲔᲗ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲘᲗ ᲛᲐᲠᲐᲓᲘᲣᲚᲐᲓ!“ ᲨᲔᲛᲡᲬᲐᲕᲚᲔᲚᲔᲑᲡ ᲘᲔᲡᲝᲡᲐᲓᲛᲘ ᲠᲬᲛᲔᲜᲐᲡ ᲒᲐᲜᲣᲛᲢᲙᲘᲪᲔᲑᲡ», ᲓᲐ ᲣᲞᲐᲡᲣᲮᲔᲗ ᲨᲔᲛᲓᲔᲒ ᲙᲘᲗᲮᲕᲔᲑᲡ:
-
საიდან გამოჩნდა, რომ ძმა კარგად იყო მომზადებული შესწავლისთვის?
-
როგორ გამოიყენა ჩარჩოში „გაიგეთ მეტი“ მოცემული მასალა შემსწავლელის დასახმარებლად?
-
რატომ არის მნიშვნელოვანი, ვილოცოთ შემსწავლელისთვის?