ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ
მზად ხართ საგანგებო სიტუაციებისთვის?
მოველით, რომ რაც უფრო ვუახლოვდებით ამ ქვეყნიერების აღსასრულს, მით უფრო გახშირდება ტერორიზმი, სამოქალაქო არეულობა და ომები (გამოცხ. 6:4). როგორ უნდა მოვემზადოთ მსგავსი სიტუაციებისთვის?
-
მოემზადეთ სულიერად: იფიქრეთ იმ ბიბლიურ მუხლებსა თუ შემთხვევებზე, რომლებიც იეჰოვასა და მისი ორგანიზაციისადმი ნდობას განგიმტკიცებთ და ნეიტრალიტეტის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ (იგავ. 12:5; jr 125, 126 ¶23, 24). სწორედ ახლაა იმის დრო, რომ და-ძმებთან ახლო ურთიერთობა განვავითაროთ (1 პეტ. 4:7, 8).
-
მოემზადეთ პრაქტიკულად: წინასწარ იფიქრეთ, სად შეაფარებთ თავს და გონიერების ფარგლებში მოიმარაგეთ საკვები თუ სხვა საჭირო ნივთები. შეადგინეთ ევაკუაციის გეგმა. შეამოწმეთ, რა გიწყვიათ ჩანთაში, რომელსაც საგანგებო სიტუაციების დროს გამოიყენებთ. დარწმუნდით, რომ თან გექნებათ უსაფრთხოებისთვის აუცილებელი ნივთები და ფული. წინასწარ განსაზღვრეთ, როგორ დაუკავშირდებით უხუცესებს; მიაწოდეთ მათ თქვენი საკონტაქტო მონაცემები (ეს. 32:2; g17.5 3—7).
საგანგებო სიტუაციის დროს კვლავაც მიჰყევით სულიერ განრიგს (ფილ. 1:10). მოერიდეთ გადაადგილებას, თუ რა თქმა უნდა, ამის აუცილებლობა არ არსებობს (მათ. 10:16). გაუზიარეთ სხვებს საკვები თუ სხვა საჭირო ნივთები (რომ. 12:13).
ᲣᲧᲣᲠᲔᲗ ᲕᲘᲓᲔᲝᲠᲒᲝᲚᲡ „ᲛᲖᲐᲓ ᲮᲐᲠᲗ ᲡᲐᲒᲐᲜᲒᲔᲑᲝ ᲡᲘᲢᲣᲐᲪᲘᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ?“, ᲓᲐ ᲣᲞᲐᲡᲣᲮᲔᲗ ᲨᲔᲛᲓᲔᲒ ᲙᲘᲗᲮᲕᲔᲑᲡ:
-
როგორ გვეხმარება იეჰოვა რთული სიტუაციების დროს?
-
როგორ უნდა მოვემზადოთ პრაქტიკულად?
-
როგორ შეგვიძლია მათი დახმარება, ვისაც სტიქიური თუ სხვა სახის უბედურება დაატყდა თავს?