ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ
იეჰოვა დავითს შეთანხმებას უდებს
იეჰოვა დაჰპირდა დავითს, რომ მის საგვარეულოს სამეფო საგვარეულოდ აქცევდა (2 სამ. 7:11, 12; w10 4/1 20 ¶3; იხილეთ სურათი გარეკანზე).
დავითთან დადებული შეთანხმების გარკვეული დეტალები იესო ქრისტეს მეშვეობით შესრულდა (2 სამ. 7:13, 14; ებრ. 1:5; w10 4/1 20 ¶4).
მესიის მმართველობა მარადიულ კურთხევებს მოგვიტანს (2 სამ. 7:15, 16; ებრ. 1:8; w14 10/15 10 ¶14).
როგორც მზე და მთვარე არ შეწყვეტს არსებობას, ისე არ შეწყვეტს მესიანური სამეფო მმართველობას (ფსალმ. 89:35—37). როცა მზესა და მთვარეს შეჰყურებთ, იფიქრეთ კურთხევებზე, რომლებსაც იეჰოვა თქვენ და თქვენს ოჯახს თავისი სამეფოს მეშვეობით მოგიტანთ.