არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ

ქადაგების დროს ყურადღება გაამახვილეთ მიმდინარე მოვლენებზე

ქადაგების დროს ყურადღება გაამახვილეთ მიმდინარე მოვლენებზე

მსახურების დროს იესო მიმდინარე მოვლენებს იშველიებდა (ლუკ. 13:1—5). თქვენც შეგიძლიათ მოიხსენიოთ მიმდინარე მოვლენები, რათა ხალხს სასიხარულო ცნობისადმი ინტერესი აღუძრათ. მას შემდეგ, რაც ეკონომიკურ სიდუხჭირეს, სტიქიურ უბედურებებს, სამოქალაქო არეულობას, ნარკოტიკების ბოროტად მოხმარებას ან სხვა მსგავს საკითხს მოიხსენიებთ, შეგიძლიათ დაუსვათ ინტერესის აღმძვრელი კითხვა; მაგალითად: „როგორ ფიქრობთ, მოეღება ოდესმე ბოლო . . .?“ ან „თქვენი აზრით, არსებობს გამოსავალი . . .?“. შემდეგ წაუკითხეთ შესაბამისი ბიბლიური მუხლი. თუ მსმენელი ინტერესს გამოიჩენს, აჩვენეთ ვიდეორგოლი ან შესთავაზეთ რომელიმე პუბლიკაცია სწავლებაში დამხმარე საშუალებებიდან. დაე ყველაფერი გავაკეთოთ სასიხარულო ცნობისთვის და ძალ-ღონე არ დავიშუროთ, რომ ხალხს ჭეშმარიტებისადმი ინტერესი აღვუძრათ (1 კორ. 9:22, 23).

რა საკითხები აღელვებს ხალხს თქვენს ტერიტორიაზე?