ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ
საკუთარ თავს იეჰოვას თვალით უყურეთ
„იეჰოვა ხარობს თავისი ხალხით“ (ფსალმ. 149:4). ჩვენი არასრულყოფილების მიუხედავად, ის ჩვენს კარგ თვისებებს და პოტენციალს ხედავს. თუმცა დროდადრო შეიძლება გაგვიჭირდეს, რომ საკუთარ თავზე გაწონასწორებული შეხედულება გვქონდეს. სხვების ცუდმა მოპყრობამ შესაძლოა ღირსების გრძნობა შეგვილახოს; ან წარსულ შეცდომებზე ხშირად ფიქრმა იეჰოვას სიყვარულში დაგვაეჭვოს. რა დაგვეხმარება ასეთი უარყოფითი გრძნობების დაძლევაში?
გახსოვდეთ, რომ იეჰოვა იმას ხედავს, რისი დანახვაც ადამიანს არ შეუძლია (1 სამ. 16:7). ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთი იმაზე უკეთ გვიცნობს, ვიდრე ჩვენ — საკუთარ თავს. საბედნიეროდ, ღვთის სიტყვიდან ვიგებთ, როგორ გვიყურებს იეჰოვა. ბიბლიური მუხლებისა და მასში ჩაწერილი შემთხვევების კვლევა ღვთის სიყვარულში დაგვარწმუნებს.
ᲣᲧᲣᲠᲔᲗ ᲕᲘᲓᲔᲝᲠᲒᲝᲚᲡ „ᲒᲣᲚᲓᲐᲯᲔᲠᲔᲑᲣᲚᲜᲘ ᲘᲧᲐᲕᲘᲗ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲬᲘᲜᲐᲨᲔ“, ᲓᲐ ᲣᲞᲐᲡᲣᲮᲔᲗ ᲨᲔᲛᲓᲔᲒ ᲙᲘᲗᲮᲕᲔᲑᲡ:
-
როგორ გვანახვებს იეჰოვას ჩვენდამი დამოკიდებულებას მორბენალის და მამის მაგალითი?
-
რატომ შეუძლია მომნანიებელ შემცოდველს, რომელიც საჭირო ნაბიჯებს დგამს იეჰოვასთან ურთიერთობის აღსადგენად, დარწმუნებული იყოს მის სიყვარულში? (1 იოან. 3:19, 20).
-
როგორ დაეხმარა ძმას დავითისა და იეჰოშაფატის მაგალითების გამოკვლევა და მათზე ფიქრი?