არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ

სარგებლობთ ბიბლიის აუდიოჩანაწერით?

სარგებლობთ ბიბლიის აუდიოჩანაწერით?

რა არის ბიბლიის აუდიოჩანაწერი? ეს არის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებული ვერსიის აუდიოგამოცემა. თანდათანობით ის უფრო და უფრო მეტ ენაზე ხდება ხელმისაწვდომი. აუდიოჩანაწერის ერთ-ერთი გამორჩეული მხარე ისაა, რომ ბიბლიურ პერსონაჟებს სხვადასხვა ადამიანი ახმოვანებს. მასალის სწორი ინტონაციითა და შესაბამისი ემოციით წაკითხვა ბიბლიურ ცნობას სათანადოდ გადმოსცემს.

რატომ მოსწონს ზოგს ბიბლიის აუდიოჩანაწერის მოსმენა? ბევრი აღნიშნავს, რომ აუდიოჩანაწერის მოსმენა ღვთის სიტყვას უფრო ცოცხალს ხდის. მათ შენიშნეს, რომ უკეთ წარმოისახავენ და უფრო მარტივად აანალიზებენ მოვლენებს, როცა პერსონაჟებს სხვადასხვა ადამიანი ახმოვანებს (იგავ. 4:5). არიან ისეთებიც, რომლებსაც ბიბლიის აუდიოჩანაწერის მოსმენა საწუხართან გამკლავებასა და დამშვიდებაში ეხმარება (ფსალმ. 94:19).

ღვთის სიტყვის მოსმენას ჩვენს ცხოვრებაზე უდიდესი გავლენის მოხდენა შეუძლია (2 მატ. 34:19—21). თუ ბიბლიის აუდიოვერსია მთლიანად ან ნაწილობრივ ხელმისაწვდომია თქვენს ენაზე, კარგი იქნება, თუ ჩვევად გაიხდით მის მოსმენას.

ᲣᲧᲣᲠᲔᲗ ᲕᲘᲓᲔᲝᲠᲒᲝᲚᲡ „ᲠᲝᲒᲝᲠ ᲮᲓᲔᲑᲐ ᲑᲘᲑᲚᲘᲘᲡ ᲐᲣᲓᲘᲝ ᲩᲐᲜᲐᲬᲔᲠᲘᲡ ᲒᲐᲙᲔᲗᲔᲑᲐ“ (ᲜᲐᲬᲧᲕᲔᲢᲘ), ᲓᲐ ᲣᲞᲐᲡᲣᲮᲔᲗ ᲨᲔᲛᲓᲔᲒ ᲙᲘᲗᲮᲕᲐᲡ:

როგორ მზადდება ბიბლიის აუდიოვერსია და რამ მოახდინა თქვენზე შთაბეჭდილება?