ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ
საუბრის წამოწყება სიხარულს მოგანიჭებთ
არაფორმალურ სიტუაციაში საუბრის წამოწყება ქადაგების კარგ შესაძლებლობას გვაძლევს და სიხარულს გვანიჭებს. თუმცა გადამეტებულმა ფიქრმა, თუ როგორ გადავცემთ ადამიანს სათქმელს, შეიძლება ჩვენში მღელვარება გამოიწვიოს. იმის მაგივრად, რომ ზედმეტად იწუხოთ სათქმელზე, აჯობებს გულწრფელი ინტერესი გამოხატოთ მსმენელის მიმართ (მათ. 22:39; ფილ. 2:4). თუ საუბრის დროს ქადაგების შესაძლებლობა მოგეცემათ, ბევრი საშუალება არსებობს, რომელთა გამოყენებაც მსახურების დროს შეგიძლიათ.
როგორ დაგეხმარებათ ქვემოთ მოცემული საშუალებები, წამოჭრილ თემაზე გააგრძელოთ საუბარი?
ᲣᲧᲣᲠᲔᲗ ᲕᲘᲓᲔᲝᲠᲒᲝᲚᲡ „ᲠᲙᲘᲜᲐ ᲠᲙᲘᲜᲘᲗ ᲘᲚᲔᲡᲔᲑᲐ — ᲡᲐᲣᲑᲠᲘᲡ ᲬᲐᲛᲝᲬᲧᲔᲑᲐ“, ᲓᲐ ᲣᲞᲐᲡᲣᲮᲔᲗ ᲨᲔᲛᲓᲔᲒ ᲙᲘᲗᲮᲕᲐᲡ:
რა სამი მხარე უნდა გავითვალისწინოთ, რომ უკეთ წარვმართოთ საუბარი?