არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ

მზად ხართ ეკონომიკური კრიზისისთვის?

მზად ხართ ეკონომიკური კრიზისისთვის?

ღვთის მსახურებს არ გვაკვირვებს მსოფლიოში არსებული არასტაბილური ეკონომიკური მდგომარეობა, რადგან ბოლო დღეების მიწურულს ვცხოვრობთ და ბიბლია გვაფრთხილებს, რომ იმედი „წარმავალ ქონებაზე“ არ დავამყაროთ (1 ტიმ. 6:17; 2 ტიმ. 3:1). როგორ გვეხმარება მეფე იეჰოშაფატის მაგალითი, მოვემზადოთ ეკონომიკური კრიზისისთვის?

როცა მტრებისგან საფრთხე დაემუქრა, იეჰოშაფატი იეჰოვას მიენდო (2 მატ. 20:9—12). მან წინდახედულობა გამოიჩინა — „ჯარი ჩააყენა იუდას გამაგრებულ ქალაქებში და საგუშაგოები განალაგა მთელ იუდაში“ (2 მატ. 17:1, 2, 12, 13). იეჰოშაფატის მსგავსად გონივრულად მოვიქცევით, თუ მივენდობით იეჰოვას და სირთულეებისთვის წინასწარ მოვემზადებით.

ᲣᲧᲣᲠᲔᲗ ᲕᲘᲓᲔᲝᲠᲒᲝᲚᲡ „ᲛᲖᲐᲓ ᲮᲐᲠᲗ ᲡᲐᲒᲐᲜᲒᲔᲑᲝ ᲡᲘᲢᲣᲐᲪᲘᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ?“, ᲓᲐ ᲣᲞᲐᲡᲣᲮᲔᲗ ᲨᲔᲛᲓᲔᲒ ᲙᲘᲗᲮᲕᲔᲑᲡ:

  • როგორ შეგვიძლია მოვემზადოთ საგანგებო სიტუაციებისთვის?

  • რა უნდა გავაკეთოთ, რომ მზად ვიყოთ სხვების დასახმარებლად?