არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ღვთის სიტყვის საუნჯე | იობი 6—10

ღვთის ერთგული მსახური იობი დათრგუნული იყო

ღვთის ერთგული მსახური იობი დათრგუნული იყო

იობმა დიდ-ძალი ქონება დაკარგა, შვილები დაეხოცა და მძიმე დაავადება შეეყარა, მაგრამ იგი მაინც ღვთის ერთგული დარჩა. ამიტომ სატანა შეეცადა, რომ მისი გულგატეხილობა მისივე ერთგულების შესარყევად გამოეყენებინა. იობი მისმა სამმა „მეგობარმა“ მოინახულა. თავიდან მათ ყველას დასანახად გამოხატეს თანაგრძნობა, შემდეგ კი იობთან დასხდნენ და შვიდი დღის მანძილზე კრინტი არ დაუძრავთ, ერთი გამამხნევებელი სიტყვაც კი არ უთქვამთ მისთვის. მართალია, შემდეგ ამოიღეს ხმა, მაგრამ მხოლოდ ადანაშაულებდნენ იობს.

იობმა მძიმე განსაცდელების დროსაც კი უერთგულა იეჰოვას

6:3; 7:16; 9:20—22; 10:1, 12

  • მძიმე მდგომარეობამ იობს საღი აზრი დააკარგვინა. მან არასწორად დაასკვნა, რომ ღვთისთვის სულერთი იყო, დარჩებოდა თუ არა იგი ერთგული.

  • გულგატეხილობის გამო იობს მხედველობიდან გამორჩა, თუ რას შეიძლებოდა გამოეწვია მისი ტანჯვა.

  • სასოწარკვეთილების მიუხედავად, იობი თავის „მეგობრებს“ იმაზე ელაპარაკებოდა, თუ როგორ უყვარდა იეჰოვა.