არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით

გულთბილად შევხვდეთ სტუმრებს

გულთბილად შევხვდეთ სტუმრებს

23 მარტს იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს, სავარაუდოდ, 12 მილიონი სტუმარი დაესწრება. მათთვის შესანიშნავი დამოწმება იქნება, როცა მომხსენებელი ისაუბრებს იეჰოვას მიერ გაღებულ უდიდეს მსხვერპლზე — გამოსასყიდზე და აგრეთვე სამომავლო კურთხევებზე (ეს. 11:6—9; 35:5, 6; 65:21—23; იოან. 3:16). თუმცა დამოწმების საშუალება ამ განსაკუთრებულ დღეს მარტო მომხსენებელს არ მიეცემა. თითოეულ ჩვენგანს შეგვეძლება გულთბილად შევეგებოთ სტუმრებს (რომ. 15:7). ქვემოთ მოცემულია რამდენიმე რჩევა.

  • ნაცვლად იმისა, რომ თავისუფალი ადგილი იპოვო და პროგრამის დაწყებას დაელოდო, გულთბილად შეხვდი მოწვეულ სტუმრებსა თუ არააქტიურ მაუწყებლებს, თბილად გაუღიმე და მიესალმე მათ.

  • ბუნებრივია, თუ განსაკუთრებულ ყურადღებას გამოიჩენ მათ მიმართ, ვინც უშუალოდ შენ დაპატიჟე. მაგრამ მათაც მიაქციე ყურადღება, ვინც მოსაწვევით მოვიდა. შესთავაზე, რომ შენ გვერდით დასხდნენ. ჩაახედე შენს ბიბლიასა და სიმღერების წიგნში.

  • მოხსენების შემდეგ, თუ ვინმე კითხვებს დაგისვამს, გაეცი პასუხები. თუ თქვენ შემდეგ სხვა კრება ატარებს გახსენების საღამოს და დარბაზის დატოვება სწრაფად მოგიწევთ, შეუთანხმდი მას, რომ რამდენიმე დღეში მოინახულებ. თუ არ გაქვს მისი საკონტაქტო ინფორმაცია, შეგიძლია ჰკითხო: „როგორ მოგეწონათ ეს შეხვედრა? როგორ შეიძლება დაგიკავშირდეთ?“.