ესთერმა თავი არ დაზოგა იეჰოვასა და მისი ხალხისთვის
ესთერმა გაბედულება და თავგანწირვა გამოიჩინა იეჰოვას სახელისა და მისი ხალხის დასაცავად
-
ესთერს და მორდოქაის საფრთხე აღარ ემუქრებოდათ. მაგრამ ჰამანის ბრძანება, რომლის თანახმადაც ყველა იუდეველი უნდა მოეკლათ, მთელ იმპერიაზე ვრცელდებოდა.
-
ესთერმა კვლავ ჩაიგდო სიცოცხლე საფრთხეში და მოხმობის გარეშე წარდგა მეფის წინაშე. იგი ტიროდა და მეფეს შესთხოვდა, გაეუქმებინა სასტიკი ბრძანება.
-
მეფის სახელით დაწერილი ბრძანების გაუქმება შეუძლებელი იყო. ამიტომ მეფემ ესთერს და მორდოქაის ახალი ბრძანების დაწერის უფლება მისცა.