არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ღვთის სიტყვის საუნჯე | იობი 1—5

იობმა განსაცდელის დროს ერთგულება შეინარჩუნა

იობმა განსაცდელის დროს ერთგულება შეინარჩუნა

იობი იმ დროს ცხოვრობდა უცში, როცა ისრაელები ეგვიპტის მიწაზე მონები იყვნენ. თუმცა იობი ებრაელი არ იყო, იგი იეჰოვას სცემდა თაყვანს. მას დიდი ოჯახი ჰყავდა, დიდ ქონებას ფლობდა და ძალიან პატივდებული ადამიანი იყო. მის რჩევებს დიდად აფასებდნენ. ამასთანავე, იობი ყველას მიუკერძოებლად უჩენდა სამართალს. ის ხელგაშლილიც იყო ღარიბებისა და გაჭირვებულების მიმართ. იობი ღვთის ერთგული კაცი იყო.

იობი თავისი ცხოვრებით ცხადყოფდა, რომ იეჰოვას მის ცხოვრებაში უმთავრესი ადგილი ეკავა

1:8—11, 22; 2:2—5

  • იობის ერთგულებამ სატანის ყურადღება მიიქცია. სატანას არ უარუყვია, რომ იობი იეჰოვას ემორჩილებოდა. ეშმაკმა ეჭვქვეშ დააყენა მისი მოტივები.

  • სატანა აცხადებდა, რომ იობი ღმერთს გამორჩენის მიზნით ემსახურებოდა.

  • სატანის ბრალდებისთვის პასუხის გასაცემად, იეჰოვამ მას ნება დართო, გამოეცადა იობის ერთგულება. სატანამ არაერთი უბედურება დაატეხა თავს იობს — ის პირადად მასაც შეეხო და მის ოჯახსაც.

  • მას შემდეგ, რაც იობი ვერ გატეხა, სატანა ღვთის დანარჩენ ერთგულ მსახურებსაც დაუპირისპირდა.

  • იობს არ შეუცოდავს და ღმერთი არ დაუდანაშაულებია ბოროტებაში.