არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ღვთის სიტყვის საუნჯე | იობი 11—15

იობს სწამდა მკვდრეთით აღდგომის

იობს სწამდა მკვდრეთით აღდგომის

იობს სწამდა, რომ ღმერთს შეეძლო მისი მკვდრეთით აღდგენა

14:7—9, 13—15

  • იობმა ხის მაგალითი მოიყვანა — შესაძლოა ზეთისხილის — რითაც ცხადყო, რომ ღმერთს შეეძლო, მკვდრეთით აღედგინა იგი.

  • მაშინაც კი, თუ ზეთისხილის ხეს მოჭრიან, მძლავრი ფესვების წყალობით მას შეუძლია, კვლავ ამოიყაროს. და ვიდრე ფესვები ცოცხალი ექნება, ის სიცოცხლეს არ შეწყვეტს.

  • როდესაც დიდ გვალვას წვიმების სეზონი ცვლის, გამხმარი ზეთისხილის კუნძს სიცოცხლე უბრუნდება — ის ფესვებიდან ისევ ამოიყრის და როგორც ბიბლიაში ვკითხულობთ, „ტოტი ახალი ნერგივით ექნება“.