არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით

მკვდრეთით აღდგომა გამოსასყიდმა გახადა შესაძლებელი

მკვდრეთით აღდგომა გამოსასყიდმა გახადა შესაძლებელი

გახსენების საღამოზე გვეძლევა იმ მომავალ კურთხევებზე ფიქრის საშუალება, რომელთა მიღებაც გამოსასყიდის წყალობით გახდა შესაძლებელი. ერთ-ერთი კურთხევა მკვდრეთით აღდგომაა. იეჰოვას განზრახვა არ ყოფილა ადამიანების სიკვდილი. ამიტომაც განვიცდით ყველაზე მტკივნეულად საყვარელი ადამიანის სიკვდილს (1 კორ. 15:26). მაგალითად, იესოს გული დაეწვა, როცა დაინახა, რომ მისი მოწაფეები ლაზარეს გლოვობდნენ. იესო მამის სრულყოფილი ანარეკლია; ამიტომ დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ იეჰოვასაც ეწვის გული, როცა ხედავს, როგორ განვიცდით საყვარელი ადამიანის სიკვდილს (იოან. 14:7). იეჰოვას ერთი სული აქვს, როდის აღადგენს მკვდრეთით თავის მსახურებს. იმ დროს ჩვენც მოუთმენლად ველით (იობ. 14:14, 15).

ვინაიდან იეჰოვა წესრიგის ღმერთია, გონივრულია, ვიფიქროთ, რომ მკვდრეთით აღდგომა ორგანიზებულად მოხდება (1 კორ. 14:33, 40). დაკრძალვის ცერემონიებს მკვდრეთით აღდგენილთა დახვედრის ცერემონიები შეცვლის. ფიქრობ ხოლმე მკვდრეთით აღდგომაზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა მწუხარებას განიცდი? (2 კორ. 4:17, 18). ემადლიერები იეჰოვას იმისათვის, რომ გამოსასყიდი გაიღო და ბიბლიის მეშვეობით გაგიმჟღავნა, რომ მკვდრები აღდგებიან? (კოლ. 3:15).

  • შენი მეგობრებიდან და ნათესავებიდან ყველაზე მეტად ვის გინდა, რომ შეხვდე?

  • განსაკუთრებით რომელ ბიბლიურ პერსონაჟებთან ისურვებდი შეხვედრასა და საუბარს?