იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით
როგორ გამოვიყენოთ ბროშურა „ვინ ასრულებს იეჰოვას ნებას დღეს?“
ბროშურა „ვინ ასრულებს იეჰოვას ნებას დღეს?“ უნდა განვიხილოთ დაინტერესებულთან ბიბლიის შესწავლის დასაწყისში ან დასასრულს. * 1—4 გაკვეთილებიდან შემსწავლელი ეცნობა იეჰოვას მოწმეებს, 5—14 გაკვეთილებიდან იგებს ჩვენი საქმიანობის შესახებ და 15—28 გაკვეთილებიდან ეცნობა ორგანიზაციულ სტრუქტურას. უმჯობესია, ეს გაკვეთილები თანმიმდევრულად იყოს განხილული, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა რომელიმე საკითხის განხილვის საჭიროება იქმნება. გაკვეთილები ერთგვერდიანია, ამიტომ შემსწავლელთა დიდ ნაწილთან თითოეული გაკვეთილის განხილვას 5-10 წუთზე მეტი არ სჭირდება.
-
ყურადღება გაუმახვილე გაკვეთილის სათაურზე.
-
ერთად წაიკითხეთ გაკვეთილი თავიდან ბოლომდე ან აბზაც-აბზაც.
-
განიხილეთ წაკითხული. გამოიყენე გაკვეთილის ბოლოს მოყვანილი კითხვები და სურათები. წაიკითხეთ და განიხილეთ მუხლები საჭიროებისამებრ. აღნიშნე, როგორ პასუხობს მსხვილი შრიფტით გამოყოფილი ქვესათაურები სათაურში დასმულ კითხვას.
-
თუ გაკვეთილს ერთვის ჩარჩო „გაიგეთ მეტი“, ერთად წაიკითხეთ ის და მოუწოდე შემსწავლელს, რომ გაითვალისწინოს რჩევა.
^ აბზ. 3 ონლაინში შეგიძლიათ იხილოთ ამ ბროშურის უახლესი ვერსია.