არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით

როგორ გამოვიყენოთ ბროშურა „მოუსმინეთ ღმერთს“?

როგორ გამოვიყენოთ ბროშურა „მოუსმინეთ ღმერთს“?

ბროშურა „მოუსმინეთ ღმერთს“ იმ მიზნით მომზადდა, რომ ძირითადი ბიბლიური საკითხები სურათების მეშვეობით ავუხსნათ მათ, ვისაც კითხვა უჭირს. თითოეული გაკვეთილი ორგვერდიანია. კარგად შერჩეულ სურათებზე ისრები აჩვენებს, თუ რა თანმიმდევრობით უნდა განვიხილოთ ისინი.

ბროშურაში „მოუსმინეთ ღმერთს და იცხოვრეთ მარადიულად“ ისეთივე სურათებია, როგორებიც ბროშურაში „მოუსმინეთ ღმერთს“. თუმცა პირველ ბროშურაში მეტი ტექსტია და მისი გამოყენება შეიძლება შემსწავლელებთან, რომლებმაც მეტ-ნაკლებად იციან კითხვა. როგორც წესი, მაუწყებლებს ურჩევნიათ ამ ბროშურით იხელმძღვანელონ მაშინ, როცა შემსწავლელი იყენებს ბროშურას „მოუსმინეთ ღმერთს“. ბევრ გვერდზე არის ჩარჩო დამატებითი ინფორმაციით, რომლის განხილვაც იმ შემთხვევაშია მიზანშეწონილი, თუ შემსწავლელს შეუძლია მისი ათვისება.

ამ ბროშურების შეთავაზება მაშინაც შეიძლება, როცა იმ თვეში სხვა პუბლიკაციებს ვავრცელებთ. შესწავლის ჩატარებისას გამოიყენეთ სურათები ბიბლიური მონაკვეთების ასახსნელად. კითხვების მეშვეობით შემსწავლელი ჩართეთ მსჯელობაში და გაიგეთ, რამდენად ესმის განხილული. წაიკითხეთ თითოეული გვერდის ბოლოს მოცემული მუხლები და იმსჯელეთ მათზე. ბროშურის დამთავრების შემდეგ შესწავლა გააგრძელეთ წიგნით „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, რათა დაეხმაროთ შემსწავლელს, წინ წაიწიოს სულიერად და მოინათლოს.